თევზაობის შესახებ

ნადირობის და თევზაობის მოყვარულთათვის

Moderators: Druides, Druides, Druides, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თევზაობის შესახებ

Post by ARCHILI » 03 ივლ 2007, 11:14

რა ამბებში ხართ?


:wink:


მუზას "საყვედური" ჩემგან :wink: :wink: :wink:

აგერ სხვებს როგორ აჭერინებს თევზებს 2 კილო, 3 კილო, ტორომ აგერ 4 კილოგრამიანი დაიჭირა.. ტროუტერმა კიდევ 5 კილოგრამიანი...

მე და ზურა კიდევ... :cry: :cry: :cry:

აგერ მხოლოდ კიბორჩხალები და საშუალო ზომის საზანები...

ეგრე უნდა პოპინს მუზობა და მეგობრობა??? იმათთვის გამოსტაცე ღმერთებს ნადავლი და მე ?....


:cry:
Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
თევზაობის შესახებ

Post by popins » 03 ივლ 2007, 13:34

abaldui
:oops: :oops: :oops: :oops:
lenchiamal

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თევზაობის შესახებ

Post by ARCHILI » 03 ივლ 2007, 13:35

popins wrote:abaldui
:oops: :oops: :oops: :oops:

ამ ერთხელ გეპატიება... სამომავლოდ გაითვალისწინე!!!

:wink:
Image

User avatar
meko
მაწანწალა
Posts: 681
Joined: 25 სექ 2006, 23:57
Location: Georgia
Contact:
თევზაობის შესახებ

Post by meko » 03 ივლ 2007, 13:54

აუ ბავშვობაში მამაჩემს დავყავდით სათევზაოდ მე და ჩემი ძმა. იმის დროის ნოსტალგია მაქვს და სულ ვეხვეწები ყველას წავიდეთ ვითევზაოთ თქო... მაგრად დამციანიან, შენ და თევზაოაბაოო?! :( არადა მაშინ .. ხის ჯოხზე წამობმული, თვითნაკეთი ანკესებით მშვენივრად გამოგვდიოდა :roll:
პატარა ტაფელებს და ღორჯოებს ვიჭერდით :roll: , ხანდახან თუ წვერაც მოყვებოდა ხომ სიხარულით იმ დაჭერილ თევზს ვკოცნიდით :D :lol: ... ერთხელ ვალიკომ ჩანჩქერის ქვეშ მოზრდილი კალმახი დაიჭირა ჩანგლით :)
იმის მერე ხომ საერთოდ მდინარეზე აღამდებდა ათენებ და ათენებდა :lol:
ერთხელ კიდევ ქვის ქვეშიდან ხელით თევზის ნაცვლად გველი ამოაძვირნა :roll: ...
აუ ეხლა მაგრად მომინდა მდინარის პირას ჯდომა და თევზაობა...
:roll:

პ.ს. უკაცრავად ეს რამდენი მიწერია :oops:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თევზაობის შესახებ

Post by ARCHILI » 03 ივლ 2007, 15:39

გეთანხმები meko...

ძალიან ბევრი ადამიანის საუკეთესო მოგონება თევზაობას და როგრც დავაკვირდი, მდინარეზე თევზაობას შეეხება... ალბათ იმიტომ, რომ ამ დროს ადამიანი და ბუნება, ადამინი და თავისი შესაძლებლობები, ადამიანი და თავისი მისწრაფებები.. ერთი სიტყვით, თევზაობა ერთადერთი თუ არა, საუკეთესო საშუალებაა თავისუფლება შეიგრძნო...

"... რომ მეფე ვარ..." ეს ციტატა თევზაობის დროს ხშირად მახსენდება ხოლმე... ჩემს მეგობრებს, მაგალითად, არაერთხელ უთქვამთ, რომ ასეთი ბედნიერი სახე, რაც თევზაობის დროს მაქვს, სხვაგან არასოდეს უნახავთ.. და მართალი ვთქვა, არც მე მახსოვს სხვაგან შემეგრძნოს ყოფნის ისეთი სიტკბოება, რასაც ამ დროს ვგრძნობ...

აქ არის კიდევ ერთი რამ... რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე.. ბიძაჩემს, რომელიც, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მეთევზეა და რომელსაც არა თუ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უთევზავია, ხშირად უთქვამს ჩემთვის, სათევზაოდ წასვლა და თევზის საჭერად წასვლა სხვადასხვა არისო.. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად მიზანი ორივეს ერთი აქვს და ეს თევზის ჭერაა, მაინც სხვა არის მოტივაცია და შესაბამისად, ის სიამოვნება, რასაც ამ დროს იღებ...

კაცის ცხოვრებაში, ჩემი აზრით სიამოვნების ორი ყველაზე დიდი მწვერვალია, ერთია ქალისაგან მიღებული სიამოვნება და მეორე თევზაობისაგან მიღებული სიამოვნება... მავანმა შეიძლება გამაშაყიროს კიდეც ამ ნათქვამზე, მაგრამ მიმხვედრი მიმიხვდება...

ეს ჩაფიქრება წინა, მეკოს მოგონებებმა აღმიძვრა, ბავშვობას მიმასალმებინა რამდენიმე წუთის წინ და ბევრი ლამაზი დღე გამახსენა.. აკი, ახლაც მახსენებს ხოლმე თევზაობა მას, ისევ ის ქვები, ისევ ის წყალი, ისევ ის თევზი, ისევ ის დილა, ისევ ის მზე და ისევ ის შემოღამება.. ისევ ის ხეობები და ისევ ის საღამოობით ფოთლების ხმაური, ნიავი რომ გადაურბენს ხოლმე ძირებში.. ისევ ის ხმაური მდინარისა და.. ისევ ის მკითხაობები, მთაში ხომ არ უწვიმია და იორი ამღვრეული ხომ არ დამიხვდება დილით...

ეეჰჰ... კარგი იყო ახლა ჩემი ვირტუალური განავარდება ჩემი ბავშვობის თევზჭერის ადგილებში... მაგრამ თქვენც ხომ უნდა დაგინდოთ... ისედაც ამდენი ვწერე...

და..

ამდენი მოგაცდინეთ

ეეეეხ.. ხაბულეია...

:wink:
Last edited by ARCHILI on 03 ივლ 2007, 15:44, edited 1 time in total.
Image

User avatar
TORO
მაწანწალა
Posts: 757
Joined: 14 ივნ 2007, 12:02
Location: TBILISI
თევზაობის შესახებ

Post by TORO » 03 ივლ 2007, 15:43

abaldui
აბადუბა მანიაკი ხარ

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თევზაობის შესახებ

Post by ARCHILI » 03 ივლ 2007, 15:46

TORO wrote:abaldui
აბადუბა მანიაკი ხარ
TORO-ს გაუმარჯოს.. ჩვენს კარგ ძმასა და მეგობარს...

რათა ვარ მანიაკი?.... ჰა, ბრატან?..

:D
Image

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
თევზაობის შესახებ

Post by Trouter » 03 ივლ 2007, 16:04

გამარჯობათ ყველას!!!
აბა მომავლის გეგმები.
ვის რა სურვილები გაქვთ? 8)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თევზაობის შესახებ

Post by ARCHILI » 03 ივლ 2007, 16:06

Trouter wrote:გამარჯობათ ყველას!!!
აბა მომავლის გეგმები.
ვის რა სურვილები გაქვთ? 8)

თავად რა იდეას შემოგვთავაზებდი?

ოღონდ დალაგებულად და დაწყობილად, კი ვხვდები, რასაც ვვარაუდობ :wink:

თუ სამეთევზეო საიდუმლოებები ისევ ერთეულების წყალობაა და ცვენ, უბრალო მოკვდავთ არ გვეღირსება????

:roll:
Image

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
თევზაობის შესახებ

Post by Trouter » 03 ივლ 2007, 16:11

abaldui
აბა მე რა შემიძლია :( ვინმე თუ დამპატიჟებს, თორემ ხომ იცით როგორი გაჭედილი ვარ.
აი გუშინ მპატიჟებდნენ სამსახურამდე საიდუმლო ადგილის მონახულებას, მაგრამ მგონი გადაიფიქრეს.
მერე მებადურმა დამპატიჟა, მაგრამ მთელი დღით გათავისუფლება ჩემთვის პრობლემაა.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თევზაობის შესახებ

Post by ARCHILI » 03 ივლ 2007, 16:15

Trouter wrote:abaldui
აბა მე რა შემიძლია :( ვინმე თუ დამპატიჟებს, თორემ ხომ იცით როგორი გაჭედილი ვარ.
აი გუშინ მპატიჟებდნენ სამსახურამდე საიდუმლო ადგილის მონახულებას, მაგრამ მგონი გადაიფიქრეს.
მერე მებადურმა დამპატიჟა, მაგრამ მთელი დღით გათავისუფლება ჩემთვის პრობლემაა.

:cry: :cry: :cry:

ახლა უკვე მეც ავცრემლდი...

აბა, მე თქვენებურებიდან ერთხელ დამპატიჟეს და ისიც.....


:wink:
Image

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
თევზაობის შესახებ

Post by Trouter » 03 ივლ 2007, 16:31

abaldui
გულს ნუ გაიტეხ ბაჩუკი! :)
ჩვენ ხომ "ზაპასში" ჩემი ნაცნობი ტაქსისტი გვყავს. დადგება დრო და ჩვენ შანსს გამოვიყენებთ! :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თევზაობის შესახებ

Post by ARCHILI » 03 ივლ 2007, 17:53

პასმოტრიმ მისტერ Trouter...

პასმოტრიმ..
Image

hunter
ბილიკზე მოარული
Posts: 23
Joined: 28 მაი 2007, 10:15
Location: Tbilisi
თევზაობის შესახებ

Post by hunter » 09 ივლ 2007, 13:53

გუშინ ვიყავი წალკაში, ერთი დღით. ძალიან ძლიერი ქარი იყო მთელი დღე, თავიდან ტბაზე ვიდექით, მაგრამ უშედეგოდ, შემდეგ გადავედით არხზე და შედეგმაც არ დააყოვნა, კარასი და ხრამული მოდიოდა დაღამებამდე თანაც დიდი ზომის.

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
თევზაობის შესახებ

Post by Trouter » 09 ივლ 2007, 14:06

hunter
გაუმარჯოს!
გილოცავ კარგი ზომის თევზების მონადირებას!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]