ლეონტი wrote:ტარიელ , შენი აზრს პატივი რომ ვცე მაშინ უნდა თანავუგრძნობდე.
თუ არ თანავუგრძნობ და საწინააღმდეგო აზრი გამაჩნია როგორ ვცე პატივი?
ეს ტოლერანტული გამოთქმა , საწინააღმდეგო აზრებს პატივი ეცი, გამოგიტყდები, უაზრობა მგონია.
რადგან თუ პატივი ეცი იმ აზრს რომელსაც ძირეულად არ ეთანხმები, მაშინ კაცი ტყუიხარ, ან მლიქვნელობ.
აი თუ ამ აზრების სისწორეში დამარწმუნებ, მერე ვცემ პატივს ამ აზრებს.
ეხლა მოგახსენებ ჩემ აზრს.
იყო დრო როცა ნადირობა ადამიანისთვის საარსებო საშუალება იყო.
ეს ყველამ ვიცით.
ნუ წამყვანი თუ არა ერთ ერთი, ხანდახან კი ერთადერთი.
ჩვენ დროში კი ნადირობამ შინაარსი შეიცვალა, ანუ, იმისთვის კი არ ნადირობენ, რომ საარსებო სარჩო მოიპოვონ, არამედ იმისთვის რომ სიამოვნება მიიღონ ამ პროცესისგან.
ანუ ნადირობა სპორტის სახეობად იქცა, რომელსაც ცხოველთა მკვლელობა ახლავს თან.
არის სხვა შემთხვევა როცა ნადირობა გამართლებულია, როცა ცხოველი ადამიანს ემუქრება ან ძლიერ აზარალებს და აწუხებს.
ასევე როგორც ზემოთ ვთქვით, როდესაც ადამიანს სხვა სარჩო აღარ აქვს.
ყველა სხვა ვარიანტში არ უნდა ხოცო ცხოველები სპორტული სიამოვნებისთვის, და თუ რატომ , ამას აქ ვერ მოვყვებით.
ისე ვირთხებზე სწორად შენიშნე, ეგენიც ცოდოები არიან , მაგრამ ადამიანს დასდევენ და ძლიერ აზარალებენ.ბევრი მძიმე დაავადება გადააქვთ.
თუ ჩემი აზრის საწინააღმდეგო რელაურ არგუმენტს მომიყვან, მე მადლობელი ვიქნები.
