Post
by ARCHILI » 06 ივლ 2007, 12:21
TORO
დონ-კიხოტობა ერთ-ერთი ყველაზე მადლიანი საქმეა.. ეგ ერთი...
მეორეც.. რაც შეეხება გარკვეულ საკითხებზე საზოგადოების მზადობის საკითხს, მინდა გითხრა, რომ მზადობა რაღაცისადმი, როგორც ცალსახა პოზიცია, არ არსებობს!!!
მოუმზადებლობა ერთისადმი ნიშნავს რაღაც მეორისადმი მზადობას და პირიქით.. შესაბამისად... გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფების (აუდიტორიის ნაწილის, მიზნობრივი ჯგუფის და ა.შ.) მზადობის როგორც განსაზღვრა, ასევე მისი მართვა და ხარისხობრივი დამოკიდებულების წარმოება შესაძლებელია... ეს, ცხადია, საკმაოდ რთული და ხაბგრძლივი პროცესია.. კამპანიის თუ საზოგადოებრივი კვლევის თუ მართვის თვალსაზრისითაც, აქ, როგორც ტროუტერ-ის იდეაში მივხვდი, კარავის მხრიდან გარკვეული მცირე0მცირე კამპანიების წარმოებაზე არის საუბარი ჩვენი მხრიდან .. რასაც იდეურადაც და მოწადინებითაც ვუერთდები... ჩვენი პირველადი მიზანი უნდა იყოს თემის ე.წ. "უმტკივნეულო ეფექტით" წამოწევა... რასაც შესაძლოა მორე ეტაპზე გარკვეული აქცენტირებადი სამუშაოები მოჰყვეს.. სასურველი გათვლა უნდა მოხდეს ტიპიური საზოგადოებრივი მოვლენების ჭრილში მოხერხდეს ამ თემის ისეთი ჩასმა, რომ გარკვეული საზოგადოებრივი და მედია ყურადღება მიიქციოს.. დანარჩენი საკითხი უკვე მეორე რიგირ ამოცანაა და სხვანაირად გაითვლება...
მე ვფიქრობ, ასეთი ფუნქციის შესრულება კარავს უნდა შეეძლოს და დაინტერესებულიც უნდა იყოს, რათა პახოდისტურ-ფორუმული ნიშა (რომელიც უკვე აქვს და კარგიც არის) მეტად გაჯერდეს ე,წ, "საზოგადოებრივი სარგებლიანობის" ნიშისაკენ სწრაფვაში, რისი ერთ-ერთი მშვენიერი პარამეტრები საქველმოქმედო საქმიანობების წარმოებაა.. ამავ დროს.. ჩემი ხედვით, პარალელურ რეჟიმში შესაძლებელია უკვე მოხერხდეს სხვა საზოგადოებრივი "საჭიროებებისკენ" კარვული მოტივირება...
ცოტა გამიგრძელდა.. მაგრამ..მინდოდა გარკვეული აზრი გამეზიარებინა როგორც კონკრეტულად ამ თემასთან, ასევე ზოგად საკითხებთანაც დამოკიდებულებაში ამ ფორმატის გათვალისწინებით..
დიდი მადლობა ყურადღებისათვის,
პატივისცემით,
აბალდუი
