ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

ველო მოგზაურობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qochgisher
ასფალტზე მოარული
Posts: 6
Joined: 13 აპრ 2011, 09:42
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by qochgisher » 14 სექ 2011, 01:35

წინასწარ რაგაც რჩევები მჭირდება, გამოცდილი "ველომანი" არ ვარ, რამოდენიმე თვეა რაც ველო შევიძინე და... "26" ველოა, გამოდგება დიდ მანძილზე? და სხვა რაა საჭირო დიდ გასვლებზე ჩემთვის და ველოსთვის? სხვა კიდევ რამე თუა?

User avatar
miqgio
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 29 აპრ 2009, 20:22
Location: Tbilisi
Contact:
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by miqgio » 15 ივნ 2012, 09:56

ხალხნო როგორც ვატყობ ძალიან პასიურები გამხდარხართ

ნუთუ აღარ დადიხართ ლაშქრობებში?

m/\n
ასფალტზე მოარული
Posts: 8
Joined: 07 ივლ 2008, 19:00
Location: Tbilisi
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by m/\n » 15 ივნ 2012, 13:50

miqgio wrote:ხალხნო როგორც ვატყობ ძალიან პასიურები გამხდარხართ

ნუთუ აღარ დადიხართ ლაშქრობებში?

შეგვიძლია დავგეგმოთ რამე, 100-150კმ-ს ფარგლებში.
No coment

User avatar
hillside
ბილიკზე მოარული
Posts: 39
Joined: 05 დეკ 2009, 11:08
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by hillside » 18 ივლ 2012, 02:19

გამარჯობათ, აქვე ჩემს პატარა თავგადასავალსაც მოგითხრობთ.
შარშან აგვისტოშიც ვიყავი დაახლოებით ამდაგვარ მარშრუტზე, და ჩემს თავს პირობა მივეცი სანამ მართვის მოწმობას არ ავიღებ და სამთო მოტოციკლეტს არ შევიძენ, მანამდე შორ დისტანციაზე ველოთი აღარ წავალ მეთქი, მაგრამ თავისუფლება სულ ისე მოსწყურდა, რომ მაინც გადავწვიტე რაჭის ქედის მიმდებარე ტერიტორიაზე პატარა გასვლა მომეწყო.

მგონი ჩემი ველო მედიუმია, მე კი შედარებით დიდი ზომის ჩარჩო მჭირდება, ამიტომ ცოტა მიჭირს მანევრირება. გარდა ამისა, ვითომდა გაუმჯობესების მიზნით, მარზოქის 170 მმ-იანი ჩანგალი დავუყენე, შედეგად გეომეტრია შეიცვალა და აღმართების გადალახვა გაძნელდა

Image

ამ სიკეთესთან ერთად, ჩარჩოს უკანა ნაწილიც გავტეხე. შევადუღებინე, მაგრამ მაინც გატყდა :D ჰოდა ავდექი და კუსტარულად ფოლადის მავთულებით გადავაბი :D დიდი შანსი იყო რომ სადმე შუა გზაში დავეტოვებინე, მაგრამ ვერც ამან ამაღებინა ხელი განზრახვაზე.

Image

მარშრუტის პირველი ნაწილი - სოფელ ხრეითის გავლით ჭიათურიდან შაორზე გადასვლა, , ხოლო შემდეგ შესაძლებლობების შესაბამისად.

თუმცაღა აშკარად მოუმზადებელი წავედი. ველოსიპედი სოფელში მყავს, ამიტომ 3-4 თვე საერთოდ არ დავმჯდარვარ, გამიჭირდა. თანაც გამოცდილმა ხალხმა იცის თუ რა ძნელია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ერთი ადგილის ველოს სავარძელთან შეგუება.

აქ სადღაც ხრეითის შუაგულში:

Image

ყველაზე დამღლელი და ქანცისგამწყვეტი გზა სადაც ოდესმე ველოსიპედით ვყოფილვარ. რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული უწყვეტი აღმართი, ქვა-ღორღიანი საფარი გადაადგილებას ძალიან ართულებს, ამიტომ ძირითადად ხელით მიმყავდა ხოლმე:

Image

ზემოთ ასვლისას ძლიერი ნისლი ჩამოწვა, 20 მეტრის იქით პრაქტიკულად აღარაფერი ჩანდა. გზა ამებნა, თანაც უკვე ბინდდებოდა. მაგრამ საბედნიეროდ ნისლი რამდენიმე საათით გაიფანტა და სწორი ბილიკიც მოვნახე, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმაც მაჩვენეს

Image

ნაძვნარი გზის პირას

Image

მთაზე გადასასვლელზე უკვე დამაღამდა, ასე მივიკვლევდი გზას:

Image

საკმაოდ რთული გზა იყო, ნაშალი ქვით დაფარული, წყლის ნიაღვრებითა და სამხიდიანი სატვირთოების საბურავებით დასერილი, ალაგ-ალაგ მოზრდილი გუბეებით. რამდენჯერმე გადავრჩი ალეწვას და დაახლოებით ღამის 12 საათზე შაორის პირას გადავედი.

ღამე ხე-ტყის მხერხავებთან გავატარე, სადაც გულთბილად მიმიღეს, დამაპურეს და გამიმასპინძლდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მანქანაში დაიძინა ჩემთვის ადგილი რომ დაეთმო.
აი ის პატარა ქოხიც

Image

მეორე დილით გადავწყვიტე ამბროლაურში გადავსულიყავი, ხოლო შემდეგ ტყიბულში და იქედან დავბრუნებულიყავი უკან ჭიათურაში.

ამბროლაურისკენ მიმავალი გზა. მთავარია პედლებზე მყარად დადგეთ, საჭეს მაგრად მოეჭიდოთ და რამდენიმეკილომეტრიანი უწყვეტი სიამოვნება გარანტირებული გაქვთ (ცხადია იგივეს ვერ ვიტყვით ტყიბულისკენ უკან მიმავალზე :D )

Image

დილით დაახლოებით 9 სთ-ზე

Image

ტყიბულში მიმავალს ძალიან გამიჭირდა. აღმართი, აღმართი, ციცაბო აღმართი და შემდეგ კიდევ და კიდევ აღმართი :D შაორთან მიახლოებისას გავაკდა, მაგრამ შემხვედრი ძლიერი ქარი მიშლიდა ხელს. თუმცა მეორეს მხრივ, არაჩვეულებრივი პეიზაჟები მიხარებდა გულს :) ცოტა ხნით შაორთანაც შევჩერდი

Image

შაორს გაცდინილმა სულ ბოლო აღმართზეც ავიყვანე ველო და ტყიბულის თავზე აღვმოჩნდი. როგორც მითხრეს ეს არის ტყიბულის გარშემო არსებული საავტომობილო გზების ყველაზე მაღალი წერტილი

Image

აქ ადრე ერთხელ მოზარდობაშიც ვიყავი, მაგრამ ასეთ ეპიკურ სანახაობას ნამდვილად არ ველოდი. ისე საინტერესოა ბევრი ტურისტი სტუმრობს ტყიბულს?
ქვემოთ მიმავალმა თვალი ვერ მოვწყვიტე

Image

ტყიბულიდან მუხურის გავლით დავგეგმე დაბრუნება, რადგან ერთი შეხედვით გუგლში ჭიათურასთან ძალიან ახლოს ჩანდა :D მაგრამ თურმე ნურას უკაცრავად :D
აი აქ შემეტყო ნამდვილი დაღლა. მზეც უფრო ძლიერად აცხუნებდა, ფეხსაცმელებმაც შემაწუხა, ორგანიზმი რამდენიმესაათიან დასვენებას ითხოვდა. მაგრამ მაინც ავიარე ის აღმართი და დავეშვი ქვემოთ

Image

იქვე ახლოს ჩანჩქერთან მუხურელებს ბუნების წიაღში ნადიმი გაემართათ. ველოსიპედიანი რომ დამინახეს, მკითხეს საით გაგიწევიაო, რცხილათში მეთქი მივუგე (რცხილათი ჭიათურის ყველაზე შორი სოფელია). ბევრი მირჩიეს აქ დარჩი, დაგაღამდებაო, მაგრამ მოვიტყუე რცხილათში ნათესავები მელოდებიან მეთქი, მადლობა გადავუხადე და ისევ გზას გავუდექი.

თურმე ყველაზე მთავარი წინ მელოდება. რცხილათში გასასავლელად უნდა გადამეარა მთაზე, და შემდეგ ტყეში გაჭრილი გზით დავშვებულიყავი.
მთაზე ასასვლელად უნდა წახვიდეთ დიდრონი ქვებით დაფარულ სოფლის ვიწრო ციცაბო გზაზე. ისე ძალიან დავიღალე ვიფიქრე მეთქი სადმე აქვე მდელოზე ხის ძირში დავიძინებ და გზას ხვალ გავაგრძელებ მეთქი, მაგრამ ჩემებისთვის ნათქვამი მქონდა რომ დილით მაქსიმუმ 8-ის ნახევარზე სახლში ვიქნებოდი, ამიტომ მაინც წავჩანჩალდი. იქვე სოფლის რამდენიმე მაცხოვრებელმა კიდევ უკეთესად მიმასწავლა სწორი მიმართულება და მეც გავეშურე რცხილათისკენ. დაღმართი კი იყო მაგრამ გზადაგზა გაუვალი ტალახი მხვდებოდა.
როგორც იქნა ჩავაღწიე. ერთ-ერთ ოჯახში წყალი ვითხოვე. თავიდან არ დამიჯერეს ამ შუაღამისას რომელი ნორმალური ადამიანი დადის ველოსიპედით ტყე-ღრეშიო, მაგრამ მე და ველო ტალახში ამოგანგლულები რამ დამინახეს, დარწმუნდნენ რომ სიმართლეს ვლაპარაკობდი და წყალიც დიდი ბოთლით მომიტანეს, თან შემდეგი სოფლისკენ მიმავალი გზაც მიმასაწავლეს :lol:

შემდეგ სოფლამდე - ქვაციხემდე მშვიდობით ჩავაღწიე. მაგრამ გრძელი აღმართების სერია კვლავ მელოდებოდა. კაცხამდე სულ აღმართები იყო თითქმის.

გადაღლილს რამდენიმე საათი ავტობუსის მოსაცდელში ჩამეძინა, ამიტომ ჭიათურაში დილის 8-ის ნახევარზე ჩავედი მხოლოდ და გეზი ჩემი სოფლისკენ ავიღე. მაგრამ როგორც ჩანს გზაში ნაყიდმა რომელიმე პროდუქტმა მომწამლა და შეუძლოდ გავხდი. განძრევის თავიც აღარ მქონდა :D

ბოლოს სახლიდან დაახლოებით 2 კილომეტრში შევჩერდი და ჩემს დას ვთხოვე მოდი ჩამომაკითხე ველოსიპედი მაინც წამაყვანინე მეთქი :D მეზობელმა მიშველა, მიკროავტობუსით მომაკითხა და შინ საღ-სალამათი მიმიყვანა.

ჰოდა ასე დასრულდა ჩემი თავქარიანი ვოიაჟის ამბავი :D
იმედია მომავალში ახალ ველოსიპედს რომ ავაწყობ და შესაბამის აღჭურვილობას შევიძენ, უფრო შორ და რთულ დისტანციაზეც წავალ ხოლმე :wink:

User avatar
shalva
ბოდიალა
Posts: 236
Joined: 29 ივნ 2009, 15:08
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by shalva » 17 ივნ 2013, 11:48

ეს თემა მოკდა? :roll: :oops:
2*2=5

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]