თბილისი - დავითგარეჯა - თბილისი, 12.09.2009

ველო მოგზაურობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
თბილისი - დავითგარეჯა - თბილისი, 12.09.2009

Post by KSOVRELI » 15 სექ 2009, 18:29

გორაკზე რომ ავედი, ის გზა დავინახე, რომელიც მწვანედ არის მონიშნული.
მაგრამ წინა საბურავი კიდევ დაეშვა. ალბათ რამოდენიმე ადგილას თუ იყო დაზიანებული.
გზაზე ჩავედი. ახლომახლო ამომშრალი არხი იყო, მაგრამ პატარ-პატარა გუბეები კიდევ დარჩენილიყო. მეც სწორედ ეს მინდოდა.
კამერა წყალში ჩავუშვი და დაზიანებული ადგილები გამოვავლინე.

ის გზა, რომელიც მწვანე ფერით არის მონიშნული, საკმაოდ იოლია.
ისე გავიარე, ვერც გავიგე. ინტუიციით იქით გადავუხვიე, საითაც უნდა გადამეხვია და ცოტა ხანში დავით გარეჯაც დავინახე.

მაგრამ ეს მე მეგონა, რომ დავით გარეჯა დავინახე, სინამდვილეში კი ნათლისმცემელის მონასტერი გამოდგა.
გრაფიკიდან ამოვარდნის გამო იქ არ შევჩერებულვარ.
გზა უკვე ძალიან ხრეშიანი გახდა და აღმართებზე ჩამოქვეითება მომიწია.
Last edited by KSOVRELI on 16 სექ 2009, 17:04, edited 1 time in total.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
თბილისი - დავითგარეჯა - თბილისი, 12.09.2009

Post by KSOVRELI » 15 სექ 2009, 18:40

როგორც იქნა, გაშლის ალაგს გავედი: წინ სასაზღვრო პუნქტი იყო, მარცხნივ დავით გარეჯა, მარჯვნივ - ჯანდარა (არ ჩანდა).
მარცხნივ გავედი, კიდევ ერთი აღმართი ავიარე და აბრას მივადეგი წარწერით: დავით გარეჯა 6 კმ.
მაგრამ თვითონ დავით გარეჯა ჯერ არ ჩანდა. უკვე 3:40 სრულდებოდა.
ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა.
კიდევ 1.8 კმ გავიარე, აღმართზე ავედი და გამოჩნდა იგი საკვირველება.
ველო იქვე მივაგდე, ჩანთიდან წიწიბურა ამოვიღე და ვისადილე.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
თბილისი - დავითგარეჯა - თბილისი, 12.09.2009

Post by Falcon » 15 სექ 2009, 20:07

KSOVRELI


მაგარი ხარ ალექს :wink:

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
თბილისი - დავითგარეჯა - თბილისი, 12.09.2009

Post by KSOVRELI » 16 სექ 2009, 15:22

გარეჯადან მომავალი 3 მანქანა გამოჩნდა, უცხოელები იყვნენ.
ღიმილით ჩამიარეს.
დავიცადე სანამ თვალს მიეფარებოდნენ. არ მინდოდა ის დაენახათ, რის გაკეთებასაც ვაპირებდი.
დავით გარეჯამდე 4.2 კილომეტრი რჩებოდა. ცოტაა? - ნამდვილად. დროც ცოტა რჩებოდა და წყლის მარაგიც.
ბევრი არ მიფიქრია, მოვბრუნდი და უკან დავეშვი.
წყალი არაფერი, აი უცხო გზაზე თუ დამიღამდებოდა, კარგი დღე არ დამადგებოდა.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
თბილისი - დავითგარეჯა - თბილისი, 12.09.2009

Post by KSOVRELI » 16 სექ 2009, 16:24

მესაზღვრეებს ჩავუარე და ლემშვენიერას გზას დავადექი.
მალე თბილსრესიც გამოჩნდა, ჩემი ორიენტირი, ზამთარში თბილისის ენერგეტიკის გული. არ მეგონა თუ მისი ნახვა ასე გამიხარდებოდა.
ერთი გორაკი რჩებოდა ასავლელი. გორაკზე დიდი შენობა დგას, შიგნით სამხედროები დგანან. ამ გორაკიდან უკვე ასფალტის გზა იწყება.

Image
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
თბილისი - დავითგარეჯა - თბილისი, 12.09.2009

Post by KSOVRELI » 16 სექ 2009, 16:28

Image
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
თბილისი - დავითგარეჯა - თბილისი, 12.09.2009

Post by KSOVRELI » 16 სექ 2009, 16:40

გზაში წვიმამ რამოდენიმეჯერ შემაფერხა.
რუსთავში რომ შევედი, ასფალტი საკმაოდ სველი იყო.
უკვე ბნელდებოდა.
ახალ რუსთავში რომ გადავედი, მაღაზიასთან გავაჩერე და ლუდი ვიყიდე.
ცოტა ხანში კარგ ხასიათზე დავდექი, ასე გასინჯეთ, სეირნობის გუნებაზეც კი მოვედი.
გზად კიდევ ერთი ბოთლი გამოვცალე. ახლა უკვე ნამდვილად მშვენიერი იყო ყველაფერი, ჩემთვის დროს უკვე აღარ ქონდა მნიშვნელობა.
ახალი რუსთავი თითქმის სულ ქვეითად გავიარე.

Image
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
თბილისი - დავითგარეჯა - თბილისი, 12.09.2009

Post by KSOVRELI » 16 სექ 2009, 17:00

რუსთავიდან რომ გავედი, უკვე ბნელოდა.
ველოსიპედზე გარე სანათი ნოწყოფილობები დავაყენე.
გზის დიდი მონაკვეთი განათებული არ იყო.
შემხვედრად მოძრავი მანქანები პირდაპირ თვალებში მანათებდნენ, ამიტომ ბევრს ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ იმიას ვცდილობდი, რაც შეიძლება მარჯვენა მხარე დამეჭირა.
ბოლობოლო მივედი სახლში.
აი, ასე დასრულდა ეს გასვლა.

მეორე დღეს უკანა საბურავი დაშვებული დამხვდა. მესამე დღეს წინა საბურავსაც იგივე ბედი ეწია.
ორივე საბურავიდან ეკალი ამოვიღე.

დავით გარეჯამდე ვერ მივაღწიე, თუმცა ეს არ არის მთავარი.
მთავარი ის სარის, რომ გამოცდილება მივიღე.
შემდეგში აუცილებლად ჩავაღწევ.

მანძილის მაჩვენებელი 3-ჯერ გამინულდა, ამიტომ ზუსტ მანძილებს ვერ დავწერ.
ისე კი, ჯამში 160-170 კილომეტრი გავიარე.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
G
ბოდიალა
Posts: 122
Joined: 13 იან 2008, 11:23
თბილისი - დავითგარეჯა - თბილისი, 12.09.2009

Post by G » 16 სექ 2009, 19:11

საინტერესო თავგდასავალია...
მეორე ცდაზე, რა თქმა უნდა ყველაფერი იოლად გამოვა...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]