Page 1 of 5

თბილისი - მლეთა - გერგეტი - მლეთა - თბილისი, 28-30 აგვისტო

Posted: 20 ივლ 2009, 11:44
by KSOVRELI
მესმის, რომ ამის თავი ცოტას თუ აქვს. ისევ მარტო მომიწევს წასვლა, მაგრამ მაინც ვხსნი თემას, იქნებ ვინმე....

დღე პირველი, 6:00:

თბილისი - მლეთა. მლეთაში დაბანაკება და დასვენება.

დღე მეორე, 6:00:

მლეთიდან ასვლა გერგეტამდე. იმავე დღეს დაბრუნება მლეთაში.

დღე მესამე, ?? ??:

თბილისში დაბრუნება.

იდეა შარშან გამიჩნდა, მაგრამ სათანადო ფიზიკური მომზადების გარეშე წასვლა, ცოტა არ იყოს, თავხედობად მეჩვენა. არც ახლა ვდებ თავს, რომ ჩავაღწევ, მაგრამ ან წელს წავალ, ან არასდროს.

თბილისი - მლეთა - გერგეტი - მლეთა - თბილისი, 28-30 აგვისტო

Posted: 20 ივლ 2009, 14:15
by DaveBrudeck
ველო არ მაქ თორე წამოვიდოდი :(

თბილისი - მლეთა - გერგეტი - მლეთა - თბილისი, 28-30 აგვისტო

Posted: 20 ივლ 2009, 14:23
by KSOVRELI
DaveBrudeck, შენ კი წამოხვიდოდი, მაგრამ ერთ დღეში მლეთამდე ჩამოაღწევდი?

გავბედავ და გეტყვი: ვერ!

ეგცერ რომ არ იყოს, სამი დღე ზედიზედ ივლი? - ვერ!

6-7 საათი დასვენებისთვის გეყოფა? - ვერ!

ხანგრძლივი დასვენების გარეშე, უჭმელად, 115 კილომეტრს გაივლი? - ვერ!

კიდევ ერთხელ დავწერ: ეს ველოგასეირნება არ გეგონოთ!

თბილისი - მლეთა - გერგეტი - მლეთა - თბილისი, 28-30 აგვისტო

Posted: 20 ივლ 2009, 19:00
by Archil
ველოს გარეშე ველოტურში წახვალ? ვერ 8)

KSOVRELI

აქედან იქნება რთული. გგონია ერთ დღეში მლეთიდან გერგეთამდე ახვალ? იმდენი აღმართებია და ცოტა არ იყოს და მაფიქრიანებს..

თბილისი - მლეთა - გერგეტი - მლეთა - თბილისი, 28-30 აგვისტო

Posted: 20 ივლ 2009, 20:34
by KSOVRELI
Archil wrote:ველოს გარეშე ველოტურში წახვალ? ვერ 8)

KSOVRELI

აქედან იქნება რთული. გგონია ერთ დღეში მლეთიდან გერგეთამდე ახვალ? იმდენი აღმართებია და ცოტა არ იყოს და მაფიქრიანებს..

კაცო, ეგ გზა გამოწვლილვით მაქვს შესწავლილი, ვიცი სადაც მივდივარ.

მაინც გავფრინდები :D

თბილისი - მლეთა - გერგეტი - მლეთა - თბილისი, 28-30 აგვისტო

Posted: 20 ივლ 2009, 21:44
by jiniya
მარტო მაგ ვერ! ის გულისტვის წამოვიდოდა კაცი მარა DaveBrudeck არ იყოს არ მყავს ველო :(

თბილისი - მლეთა - გერგეტი - მლეთა - თბილისი, 28-30 აგვისტო

Posted: 20 ივლ 2009, 22:14
by KSOVRELI
jiniya wrote:მარტო მაგ ვერ! ის გულისტვის წამოვიდოდა კაცი მარა DaveBrudeck არ იყოს არ მყავს ველო :(
მეც მაგის გულისთვის მივდივარ.

თბილისი - მლეთა - გერგეტი - მლეთა - თბილისი, 28-30 აგვისტო

Posted: 20 ივლ 2009, 22:20
by teo-
კსოვრელოოოო მაგარი ხარ

წარმატებები

თბილისი - მლეთა - გერგეტი - მლეთა - თბილისი, 28-30 აგვისტო

Posted: 21 ივლ 2009, 00:15
by DaveBrudeck
KSOVRELI

ველო სად ვიყიდო მითხარი და მერე ვნახოთ როგორ ვერ!

თბილისი - მლეთა - გერგეტი - მლეთა - თბილისი, 28-30 აგვისტო

Posted: 21 ივლ 2009, 10:05
by KSOVRELI
DaveBrudeck wrote:KSOVRELI

ველო სად ვიყიდო მითხარი და მერე ვნახოთ როგორ ვერ!
:D არა, ძმაო, წელს შენს გარეშე წავალ. შენ იყიდე და ივარჯიშე და გაისად ერთად წავიდეთ :wink:

თბილისი - მლეთა - გერგეტი - მლეთა - თბილისი, 28-30 აგვისტო

Posted: 21 ივლ 2009, 11:06
by ARCHILI
ყაზბეგში მგზავრობის დროს არაერთხელ შემინიშნავს უცხოელები ველორბოლებით...

თან ყველა ასაკში იყო...

მაგათთან რომ ქსოვრელი ყოფილიყო, ყველას აჯობებდა ნაღდია

:)

აბა, შენ იცი...

ალბათ მლეთა-გუდაური იქნება განსაკუთრებით რთული, გერგეტამდე კი ერთ დღეში მართლაც ძნელია მოასწრო მისვლა... მთლად თავსაც ნუ გადადებ, სადმე კობში ან სივანში გაჩერდი.

თუ რამეში დაგჭირდეს ღამის გასათევებელი ადგილის, საჭმლის ან სხვა რამე დახმარება, დამირეკე და იქვე მამებთან გიშუამდგომლებ გუდაურიდან დაწყებული გერგეტის ჩათვლით ნებისმიერ ადგილას...

აბა, წარმატებები...

:)

თბილისი - მლეთა - გერგეტი - მლეთა - თბილისი, 28-30 აგვისტო

Posted: 21 ივლ 2009, 13:41
by KSOVRELI
ARCHILI, გმადლობ.

თბილისი - მლეთა - გერგეტი - მლეთა - თბილისი, 28-30 აგვისტო

Posted: 21 ივლ 2009, 14:32
by deme22
მლეთა კიდე ხო... მარა გერგეთი ერთ დღეში?.... კობი-გუდაურზე გადასვლა...რავიცი რავიცი

თბილისი - მლეთა - გერგეტი - მლეთა - თბილისი, 28-30 აგვისტო

Posted: 21 ივლ 2009, 17:32
by N67
გიგულშემატკივრებ ალექს... : )

რამდენი ხანია ველოთი 1 დღეზე მეტხანს არ მიბოდიალია.. (სირცხვილი! სირცხვილი და თავის მოჭრა!)

სიხარულით წამოგყვებოდი, ორი რაღაც რომ არ მიშლიდეს ხელს.

1. ეს ისე რა ხელის შემშლელია - აგვისტოს პირველ რიცხვებში სად ეშმაკში ვიქნები, უკვე ეშმაკიც ვეღარ მეუბნება :D

2. და მთავარი... რა ვქნა აბა, სწორი ზედაპირი კი აქვს, მაგრამ ტრასაზე ველოთი სიარული ვერაფრით ვერ შევიყვარე... სახიფათო ვითარებებთან როგორი შინაურული დამოკიდებულება მაქვს, თუნდაც ამ განყოფილების ბინადართაგან ბარეორმა იცის, და ამის მერე საფრთხე აბა, რა სახსენებელია..
მაგრამ მანქანებთან ერთად მგზავრობა ნამდვილად არ მსიამოვნებს - ცალკე ახრჩოლებენ, ცალკე გაუთავებლად ღმუიან, და საერთოდ ჟანგსაც წაუღია მათი თავი, გაუმარჯოს ტყე-ღრეს და იქაურ გზებს, გრუნტია თუ ბალახი..

გამონაკლისი შემთხვევა, როცა ტრასაზე მიწევს ველოთი სიარული, ბაზალეთში რომ მივდივარ, მაშინაა ხოლმე.. მაგრამ ოღონდ ბაზალეთში მივდიოდე და ტრასა კი არა, სულ ფეხშიშველი გავივლი იმ 55 კილომეტრს :D

თბილისი - მლეთა - გერგეტი - მლეთა - თბილისი, 28-30 აგვისტო

Posted: 21 ივლ 2009, 18:04
by KSOVRELI
N67, შუა აგვისტოში, ან აგვისტოს ბოლოს წავიდეთ.

მაინცდამაინც ტრასით ნუ წავალთ, თუ არ გსიამოვნებს. გლდანიდან შეიძლება გადასვლა თიანეთში, იქიდან ჟინვალთან გამოვალთ. თუმცა გზის დიდი მონაკვეთის გავლა მაინც ტრასით გვიწევს.

წამოდი რა.