13.06.09 თბილისი-რუსთავი-კუმისი-თბილისი
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
13.06.09 თბილისი-რუსთავი-კუმისი-თბილისი
დიდუბიდან გამოვედი 9:15 და რადგანაც 10:00 ორთაჭალის ციხეებთან უნდა ვყოფილიყავი, გადავწყვიტე სანაპიროთი მესარგებლა.
მაინცდამაინც თავი არ გამომიდვია და შეხვედრის ადგილზე 33 წუთში მივედი.
მაინცდამაინც თავი არ გამომიდვია და შეხვედრის ადგილზე 33 წუთში მივედი.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
13.06.09 თბილისი-რუსთავი-კუმისი-თბილისი

ციხეებთან კობა უნდა მოსულიყო: აგვიანდებოდა, როგორც ყოველთვის.
როგორც იქნა, მოიღო მოწყალება და რუსთავისკენ დავიძარით.
დაახლოებით 1 საათში ჩავედით.
იქ ცოტა შევისვენეთ და წყლის მარაგი შევივსეთ.
სხვათაშორის, რუსთავის "მცველი" ცხენები აღარ დაგვხვდა!
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
13.06.09 თბილისი-რუსთავი-კუმისი-თბილისი
უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რა გზით უნდა წავსულიყავით, მაგრამ ჩემი დემოკრატიულობის საჩვენებლად მაინც კობას დავეკითხე.
ეს ისე, საჩვენებლად.....
კობას სულაც არ ეჭაშნიკა მთაზე პირდაპირ ასვლის იდეა. მე კი არ მეჭაშნიკა იდეა მთაზე მოასფალტებულ-მოვარაყებული გზით ასვლისა, და რადგანაც გასვლის "ორგანიზატორი" ვიყავი, საკითხი ჩემს სასარგებლოდ გადავწყვიტე.
ეს ისე, საჩვენებლად.....
კობას სულაც არ ეჭაშნიკა მთაზე პირდაპირ ასვლის იდეა. მე კი არ მეჭაშნიკა იდეა მთაზე მოასფალტებულ-მოვარაყებული გზით ასვლისა, და რადგანაც გასვლის "ორგანიზატორი" ვიყავი, საკითხი ჩემს სასარგებლოდ გადავწყვიტე.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
13.06.09 თბილისი-რუსთავი-კუმისი-თბილისი

დავიწყეთ ასვლა, მაგრამ ფერდობი ისეთი დახრილი, ხოლო მიწა ისეთი ფხვიერი გამოდგა, რომ სულ ცოტა ხანში ჩამოვქვეითდით...
მზე უკვე ზენიტში იყო. ოფლი ღვარად ჩამოგვდიოდა.
ველოსიპედის ხელით ტარებაც ძალიან რთული გამოდგა, განსაკუთრებით კობასთვის. კობას სახე ასეთი თვინიერი არასდროს მინახავს. აი, წარმოიდგინეთ დაღლილი ვირის სახე, რომელსაც კეპი გვერძე აქვს მოქცეული, პირი დაღებული, ხოლო ენა ოდნავ გადმოგდებული - კობას ადამიანური სახე აღარ ქონდა...
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
13.06.09 თბილისი-რუსთავი-კუმისი-თბილისი
პრეზენტაცია დამაჯერებელი იყო
13.06.09 თბილისი-რუსთავი-კუმისი-თბილისი
მთაზე ავედით, უჩრდილო ჩრდილი მოვნახეთ და მისავათებულები მივეგდეთ.
მე უანგარიშოდ ვიღმურძლებოდი, კობას ამის თავის არ ქონდა...
მე უანგარიშოდ ვიღმურძლებოდი, კობას ამის თავის არ ქონდა...
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
13.06.09 თბილისი-რუსთავი-კუმისი-თბილისი
ცოტა დავისვენეთ და გზა განვაგრძეთ.

გრუნტზე სიარული მაინცდამაინც სასიამოვნო არ რის, მაგრამ ის უპირატესობა მაინც აქვს, რომ მანქანის გამონაბოლქვს არ სუნთქავ!
გრუნტზე დაშვება უფრო საინტერესოა: სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ხარ, გაზანზარებს, არ იცი, რა მოულოდნელობას გადაეყრები. თუმცა სახიფათოა!

გრუნტზე სიარული მაინცდამაინც სასიამოვნო არ რის, მაგრამ ის უპირატესობა მაინც აქვს, რომ მანქანის გამონაბოლქვს არ სუნთქავ!
გრუნტზე დაშვება უფრო საინტერესოა: სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ხარ, გაზანზარებს, არ იცი, რა მოულოდნელობას გადაეყრები. თუმცა სახიფათოა!
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
13.06.09 თბილისი-რუსთავი-კუმისი-თბილისი

ტბასთან წყლის მარაგის შესავსებად შევჩერდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სასმელი წყალი არ აქვთ... ავზიდან მოვწრუპეთ ცოტა და გზა განვაგრძეთ.
ძალიან ცხელოდა. სიცხეს წყურვილი ერთვოდა და ჩვენს ყოფას აუტანელს ხდიდა.
უცბად თუთის ხე გამოჩნდა... იქნებ გვეჩვენება? არა, ნამდვილად თუთის ხე არის! ერთი წუთის შემდეგ თუთის ხეს შევესიეთ და უმოწყალოდ დავუწყეთ ძარცვა. თავს იმით ვინუგეშებდი, რომ თუთა წყალს და ნახშირწყალს შეიცავს, თუმცა წყურვილი არ მოუკლავს.
ჰოდა, მივდივართ, არ ვიცით სად, გვშია, გვწყურია, მზე თავისას არ იშლის და ამ დროს კობა მეკითხება, სწორად მივდივართო? თან ისეთი ტონით მეკითხება, თითქოს მემუქრება, აბა ერთი შეგეშალოსო. დიდი ძალისხმევა დამჭირდა თავის შესაკავებლად... სიჩქარეს მოვუმატე და წინ გავიჭერი.
როგორც იქნა, გავედით გზაზე, მაგრამ აქ კიდევ ერთი დიდი აღმართი გველოდა...
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
13.06.09 თბილისი-რუსთავი-კუმისი-თბილისი
ესეც ბოლო ფოტო:

არასოდეს მოისაკლისოთ წყალი! ორგანიზმის გაუწყლოებას ცუდი შედეგები მოსდევს, საშინელ ხასიათზე დგები.
სოფელ კუმისთან გამოვედით და უკვე მოასფალტებულ აღმართზე დავიწყეთ ასვლა. არა, გრუნტი მაინც ჯობდა! თავად განსაჯეთ: მანქანები ღმუილით ადი-ჩამოდიან და სახეში "გაბოლებენ", ხმაური ნერვებს გიშლის, ახლა ეს საშინელი აღმართი... ყვირილის ზღვარზე ხარ... კობას რამე რომ ეკითხა, ალბათ, მოვკლავდი... ნამდვილი ჯოჯხეთი იყო.
კობამ ვერარ გაუძლო და ჩამოქვეითდა. მე აღმართი ავიარე, იქვე ნაძვნარი მოვნახე და გავიშხლართე. ცოტა ხანში კობაც მოვიდა. სული მოვითქვით.
დავიწყეთ დაშვება ფონიჭალისკენ მიმავალ დაღმართზე: ეს უკვე სასიამოვნო იყო. გზად ებრაელი ტურისტების ჯგუფს შევეყარეთ, ისინიც ველიკებით იყვნენ, მაგრამ ველიკები უკვე მანქანაზე შემოეწყოთ. ცოტა გამოვეცნაურეთ, აღმოჩნდა, რომ სომხეთიდან მოდიოდნენ. გამყოლი ჩიოდა, გიჟები არიანო.

- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
13.06.09 თბილისი-რუსთავი-კუმისი-თბილისი
ხოო, საინტერესოა
.
გაგრძელებას ველი
.
საღოლ ალექს.
კობა ვინ არის?
საწყალი შენს ხელში
.

გაგრძელებას ველი

საღოლ ალექს.
კობა ვინ არის?
საწყალი შენს ხელში

2 იანვარს ზღარბი დამებედა 

13.06.09 თბილისი-რუსთავი-კუმისი-თბილისი
მაგარია მაგარი!!!!

http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story
13.06.09 თბილისი-რუსთავი-კუმისი-თბილისი
რაღა გაგრძელება გინდა?Int3lig3nt wrote:ხოო, საინტერესოა.
გაგრძელებას ველი.
საღოლ ალექს.
კობა ვინ არის?
საწყალი შენს ხელში.
სულ 83 კილომეტრი გავიარე. 17:00 ორთაჭალის ციხეებთან რომ მივედი, წელი და ზურგი საშინლად მტკიოდა, ეგეთი დატვირთვა დიდი ხანია არ მიმიღია. ერთი სული მქონდა, ველიკიდან როდის ჩამოვიდოდი, მაგრამ 18:00 მანქანის მართვის გაკვეთილი მქონდა ჩასატარებელი (მეგობარმა მთხოვა) და სახლში დროზე უნდა მივსულიყავი. დიდი ტანჯვის ფასად მივაღწიე სახლამდე, ველოსიპედი დავტოვე და სოლოლაკში გავედი. ჩემთვის ჩვეული სისწრაფით ვეღარ დავდიოდი და ამაზე მეღიმებოდა: ნუთუ დავბერდი?
ახლა კი ორიოდე სიტყვა კობაზე:
კობა ჩემი თანამშრომელია, ცოტა ხნის წინ გავიცანი. კარგი ადამიანია, ცოტა ჯიუტი, ხანდახან ჭედავს - ჩემს თავს მაგონებს სიყმაწვილეში. კარგად აზროვნებს.
თავიდან დიდ იმედს არ იძლეოდა, მაგრამ, როცა ჩემი გატაცებების შესახებ გაიგო, დაინტერესდა. ცოტა ხანში მთხოვა, გზაზე დამაყენეო. ჯერ ველოსიპედი ვაყიდინე, შემდეგ - საძილე ტომარა და ქვეშაგები.
აი, ასე - ბოდიში სიტყვისთვის - "დავავერბოვკე" (გადმოვიბირე) კობა.
ის კი არადა, მეც მჭირდებოდა მეწყვილე. ხომ იცით, მარტო კაცი...
ვიცი, გასვლის განმავლობაში კობა გაჩენის დღეს და იმ დღეს სწყევლიდა, როცა მე გამიცნო...
ვიღაც ამას წაიკითხავს და გაიფიქრებს ეს ჩ..ები რას იტანჯებიან, განა სიამოვნება არ უნდა მიიღონო?! ხოლო მე ვიტყვი, რომ ვარდი... ჰოდა, დღეს მიღებული ტანჯვა, ხვალ სიამოვნებად იქცევა, იმიტომ, რომ ორგანიზმი უფრო ამტანი გახდება. დიახ, სიამოვნება ტანჯვით მოიპოვება!
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
13.06.09 თბილისი-რუსთავი-კუმისი-თბილისი
კაცო, მე შენს მწვანე შუქს ველოდები!ilia wrote:KSOVRELI
ყოჩაღ ალექს, როგორმე ერთად ვქნათ რამე
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.