Page 1 of 3

ველო-გასეირნება სიმშვიდეში...თხინვალა

Posted: 26 მარ 2009, 21:46
by Gio-horus
როგორც იქნა გამოვგლიჯე დრო დროს და გავეშურე ხმაურიანი ქალაქიდან შორს.. სიმშვიდეში.. რათა შემეგრძნო გამოცოცხლებული ბუნების მუსიკა.. სოფელ თხინვალასკენ ავიღე გეზი ჩემი რუხი ველოთი..სოფელი თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და მცხეთის რაიონს ეკუთვნის.. ერთი ჩვეულებრივი.. არაფრით გამორჩეული სოფელია.. ერთადერთი ღირსშესანიშნაობა სოფლიდან დაახლოებით 2-3 კილომეტრში მდებარე ეკლესიაა.. რომელიც გვიანფეოდალური ხანის დარბაზული ტიპის ეკლესიების სტილს მიეკუთვნება..

გამახსენდა ძველი დრო.. როცა მარტო დავეხეტებოდი ხოლმე.. ამინდიც მზიანი და თბილი გამოდგა.. გავცდი სოფელს და ეკლესიისაკენ გზას შევუდექი, ცოტა ხნის შემდეგ შევჩერდი და გამეხარდა ისევ იმ ხმების გაგონება, რომელთაც ზამთარში ვერასოდეს გაიგებ.. გაზაფხული მართლაც მოვიდა...

Image

ველო-გასეირნება სიმშვიდეში...თხინვალა

Posted: 26 მარ 2009, 21:51
by Gio-horus
Image

ამ ჩიტს რა ქვია არ ვიცი.. მაგრამ თავი შემაყვარა.. ისე გალობდა))

Image

შინდის კვირტები...

Image

გზა ტაძრისკენ.... ველომოყვარულებს მგონი უნდა მოეწონოთ))

ველო-გასეირნება სიმშვიდეში...თხინვალა

Posted: 26 მარ 2009, 21:57
by Gio-horus
Image

ჩემი საყვარელი ტრანსპორტი)))

Image

სურათის გადამღები არავინ მყავდა.. ჩემი თავი მევე უნდა გადამეღო))

Image

ველო-გასეირნება სიმშვიდეში...თხინვალა

Posted: 26 მარ 2009, 22:06
by Gio-horus
ეკლესიამდე მივედი..

''საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაში'' ასეთი რამ ამოვიკითხე ძეგლის შესახებ: ''თხინვალას სასახლე და ეკლესია მდებარეობს სოფლის დასავლეთით, გაბაშვილთა ნასახლარზე, თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით....კომპლექსში შედის სასახლე, წმ. გიორგის ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით მიშენებული აქვს ეგვტერი, და ასევე ღვთისმშობლის ეკლესია. ორსართულიანი სასახლიდან შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართულის ფრაგმენტები.

Image
Image
Image

ველო-გასეირნება სიმშვიდეში...თხინვალა

Posted: 26 მარ 2009, 22:13
by Gio-horus
უკანასკნელად ამ ადგილას 3 წლის წინ ვიყავი.. მას მერე ეკლესიას უნიათო რესტავრაცია ჩაუტარდა..
ახალი თუნუქიანი გადახურვა ქარის გამო მთლიანად ახდილია და ტაძარი ისევ სახურავის გარეშეა დარჩენილი..გადმოცვენილი თუნუქები კი იქვე ხევშია ჩაყრილი. აუცილებელია ძეგლების მოვლა-პატრონობა, რათქმა უნდა რესტავრაცია უმნისვნელოვანესია, თუმცა სეთ უხარისხო და უგულო ნამუშევარს რო ხედავ.. დაფიქრდები კაცი.. ნუთუ ამაზე ქართველი კაცის ოფლია დაღვრილიო))

Image
Image

ველო-გასეირნება სიმშვიდეში...თხინვალა

Posted: 26 მარ 2009, 22:20
by Gio-horus
ეკლესიის ინტერიერს აშკარად ეტყობა სპასრული გავლენა..
Image
Image

ამ საიდუმლო კიბეებით შესაძლებელია მეორე სართულზე არსებულ საიდუმლო ოთახებში მოხვედრა.. რომლებიც საკურთხევლის ორივე მხარეს არის განლაგებული..
Image
Image

ველო-გასეირნება სიმშვიდეში...თხინვალა

Posted: 26 მარ 2009, 22:22
by Gio-horus
Image
თოვლი.. ისევ არის იქ, სადაც მზე არ უდგება)
Image

ველო-გასეირნება სიმშვიდეში...თხინვალა

Posted: 26 მარ 2009, 22:27
by VANO
საღოლ ჰორუს საღოლ :shock:

ველო-გასეირნება სიმშვიდეში...თხინვალა

Posted: 26 მარ 2009, 22:28
by Gio-horus
ცოტა რომ დავისვენე გაზაფხულის მაცნე პეპლებზე ფოტო-ნადირობამ გამიტაცა))))
Image
Image
Image

ბევრი იპოზიორა და ბოლოს გაფრენა გადაწყვიტა)))

Image

ველო-გასეირნება სიმშვიდეში...თხინვალა

Posted: 26 მარ 2009, 22:30
by lama
Gio-horus
გიო მოხიბლული ვარ შენი, ამ გასვლით

გაიხარე

სამწუხაროა თხინვალის ამ მნიშვნელოვან ძეგლს, რომ ესე უდიერად მოპყრობიან :(

თუ გადახურეს ნორმალურად მაინც გადაეხურათ

ეს რას გავს :(

ეეეეეჰ

ველო-გასეირნება სიმშვიდეში...თხინვალა

Posted: 26 მარ 2009, 22:35
by Gio-horus
Image

წყლის ჩანთა.. წყლის გარეშე არცერთ ლაშქრობაში!!!
და კიდევ რამდენიმე ფოტო))
Image

წარმართული გადმონაშთი და კედლის საათი)

Image

Image
Image

ველო-გასეირნება სიმშვიდეში...თხინვალა

Posted: 26 მარ 2009, 22:41
by Gio-horus
Image

ესეც მე...))))



ამ ყვავილს ყველა კარველ გოგონას ვუძღვნი))) მეათასეთ გილოცავთ გაზაფხულის მოსვლას))

Image

უკან დაშვება ერთი სიამოვნება იყო..... ვისაც ველოთი დაღმართზე დაშვება გამოუცდია.. იცით რაზეც ვსაუბრობ)))

Image

ველო-გასეირნება სიმშვიდეში...თხინვალა

Posted: 26 მარ 2009, 22:50
by burdula
გაიხარე ჰორუს,მალადეეეეეეეეეეეც!

ველო-გასეირნება სიმშვიდეში...თხინვალა

Posted: 27 მარ 2009, 00:15
by Wanderer
აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ ძალიან მაგარი ველო გყავს!

კარგი იქნება თუ როდესმე ახლოდან შევხედავ... ზუსტად მასეთი ველო მინდა რომ მყავდეს... :?

ველო-გასეირნება სიმშვიდეში...თხინვალა

Posted: 27 მარ 2009, 13:47
by ლეონტი
Image

გამოშვერილ ფიცრებს დააკვირდით მარჯვნივ სახურავზე.
როგორც ჩანს რაც გააკეთეს, ფინაჩურად და რაც არა გზაში მიატოვეს და დაახვიეს.