Page 1 of 5

ღამის თბილისში კატაობა

Posted: 03 მაი 2008, 08:52
by ilia
სამსახურის გამო დღის საათებში მხოლოდ შაბათ-კვირას მცალია, ამიტომ ღამე კატაობა ვცადე და ძალიან მომეწონა. კარგი იქნებოდა ველო-კარველები რომ შევკრებილიყავით და გვეკატავა ღამის თბილისში. 23:00-ის შემდეგ ქუჩებში მანქანები ნაკლებად დადიან და რაც მთავარია ყველა ქუჩა განათებულია, თითქმის მთელი თბილისი მოვიარე და ფარის ჩართვა არ დამჭირვებია.
შეკრების ადგილად ჩვენი საცხოვრებელი ადგილებიდან საშუალო ადგილია ამოვარჩიოთ, რომ ყველას შეხვედრის ადგლამდე დაახლოებით თანაბარი გზის გავლა მოუწიოს.
აბა რას იტყვით?

ღამის თბილისში კატაობა

Posted: 03 მაი 2008, 12:39
by Wanderer
ilia
აბა რას იტყვით?
კარგი იდეაა. :) მე ვიკატავე მასე 2-3 დღის წინ და გაასწორა. :)

მომავალი კვირის სამუშაო დღეებიდან რომელიმე ავირჩიოთ და გავიდეთ. :)

ღამის თბილისში კატაობა

Posted: 03 მაი 2008, 12:50
by Naia
უკაცრავად თემიდან გადახვევისთვის, მაგრამ სად შეიძლება ვიყიდო კარგი ველოსიპედი?

მაყიდინეთ და თქვენთან ვარ :)

ღამის თბილისში კატაობა

Posted: 03 მაი 2008, 12:55
by ლეონტი
აქ ჩვენთანაა ბაზრობა, ნახალოვკა.

ისე ღამით მეტი მთვრალები და კაიფარიკები დაქრიან, ავარიები ზირიტადად მაგ დროსაა და ველოიან გამჭვირვალე ობიექტს ვერ ხედავენ.
ეგეტ რამეებს 16 წლის რო ვიყავი მაშინ ვჩალიჩობდი, რუსთაველზე და მაგარი წვიმა თუ იყო უფრო გლიჯავდა.

ღამის თბილისში კატაობა

Posted: 03 მაი 2008, 13:04
by Wanderer
Naia
უკაცრავად თემიდან გადახვევისთვის, მაგრამ სად შეიძლება ვიყიდო კარგი ველოსიპედი?
ვა! აი ეს სულ სხვა ამბავია! :) შენმა პოსტმა შთამაგონა, რომ გამეხსნა თემა "სად ვიყიდოთ ველოსიპედი?" ეხლა ვხსნი და შეიხედე მერე.

დამავიწყდა მეთქვა: საყიდლად რომ წახვალ წაიყოლე ვინმე მცოდნე. ხშირად იტყუებიან ხოლმე გამყიდველები. მეც შემიძლია წამოგყვე.

ლეონტი
აქ ჩვენთანაა ბაზრობა, ნახალოვკა.
ნახალოვკაში სად? კინო საქართველოსთან?

ღამის თბილისში კატაობა

Posted: 03 მაი 2008, 13:20
by ლეონტი
Wanderer
სწორია , მანდა.
ისე ადრე რო ბორბალი 8 ანს მიიღებდა კორტებზე მიმქონდა პლეხანოვზე და ხელოსანი მისწორებდა ეხლა სად ზის ნეტა ხელოსანი?

ღამის თბილისში კატაობა

Posted: 03 მაი 2008, 13:23
by ლეონტი
მაგ ასაკში მუხათგვერდსი მიყვარდა ასვლა და იქიდან დაშვება, ჟიგულებს ვუსწრებდი.მაგრამ რომ ამოვყირებულიყავი საბოლოოდა ამიტანდენ იქვე.

ღამის თბილისში კატაობა

Posted: 03 მაი 2008, 13:24
by ლეონტი
ერთხელ ამოვყირავდი შედარებით დაბალ სიჩქარეზე ტან მიწაზე ვიყავი და ცალკე გავფრინდი და მოხერხებულად დავეცი იღბლად, ველოსიპეტი დაიმტვრა , მე გადავრჩი.

ღამის თბილისში კატაობა

Posted: 03 მაი 2008, 13:27
by ლეონტი
ერთხელ მაწანწალა დიდი ზაღლების ხროვა ამედევნა.დიდები იყვნენ.და როვერ ვუსწრებდი პანიკასი ვიყავი, პირი ფეხთან მოქონდათ.
ამ დროს დიდ სიჩქარეზე ამოვყირავდი, ერთ ერთი ზაღლი რომელიც უკან მომდევდა , მთელი ზალით დამეჯახა და წკმუტუნი მორტო, სხვებიც დაფრთხენ და გაიქცნენ.

ღამის თბილისში კატაობა

Posted: 03 მაი 2008, 13:30
by ლეონტი
ერტხელ გონჩიტ მოვდივარ , მცხეთასი რომ მოვედი დიდი მეცხვარე გამოვარდა და მომდევს, ფეხში რო ვერ ცამავლო უკანა საბურავს ჩაავლო.
მკვდარივით გადავარდა იქვე თხრილსი, მე დავაწექი.

ღამის თბილისში კატაობა

Posted: 03 მაი 2008, 13:32
by ლეონტი
ერთხელ ნაცნობმა დამინახა საპირისპირო მხრიდან და აქეთ გადმოვიდა მთელი ზალით და დამეჯახა.
იმის ველოსიპეტი მოკვდა.ჩემის რამა გაირუნა და მერე აღარ ვარგოდა.

ღამის თბილისში კატაობა

Posted: 03 მაი 2008, 13:35
by ლეონტი
ერთხელ მთასი ვინათხოვრე ველოსიპეტი და მდინარის კალაპოტს ავუყევი რიყე რიყე, ძირითადად წყალში, ბოლომდე ავედი არ მჯეროდა, ეგეტი კაიფი არ გამეგო.
ძაან ცუდ ადგილებზე ფეხით ამქონდა, სულ სველი ვიყავი, მაგრამ მაგარი აზარტი აქვს.
ველოსიპედი კი ინგრევა მარა ღირს.

ღამის თბილისში კატაობა

Posted: 03 მაი 2008, 14:24
by Kavtaradze
ლეონტი
დავარქვათ ლეონტის მოგონებანი? :D

ღამის თბილისში კატაობა

Posted: 03 მაი 2008, 14:29
by N67

Naia
ვაახ ვააახ :D

Wanderer, ისე ეგ თემა ბაზრობაში აჯობებდა.

ilia, ეგეთი იდეა მეც მქონდა, ოღონდ ცოტა სხვანაირი - მზის ჩასვლისთანავე რომ წავსულიყავით , გვევლო ბნელ-ბნელი ქუჩებით მთელი ღამე საითაც მოგვესურვებოდა. თან კაი ამბავი იქნებოდა, დილას სად ამოვყოფდით თავს :D

კაია ღამე ბოდიალი.
ვცადოთ ერთხელ მაინც აუცილებლად.
ქალაქგარეთ არ მოხდა ჯერჯერობით შენი გატყუება და ქალაქში მაინც ვიაროთ : )

ღამის თბილისში კატაობა

Posted: 03 მაი 2008, 14:46
by Wanderer
Kavtaradze
დავარქვათ ლეონტის მოგონებანი?
კარგი იქნებოდა საერთოდ თემა გაგვეხსნა "ველომოგონებები", რომელსაც ლეონტის მოგონებები დაამშვენებდა ნამდვილად. :)

N67
ისე ეგ თემა ბაზრობაში აჯობებდა.
იქაც რომ იყოს არ იყვირებს. :) აქ იყოს იმიტომ, რომ კონკრეტულად ველოებზეა ლაპარაკი. ველოთი დაინტერესებული ადამიანი აქ უფრო შემოიხედავს.

ilia
ესეიგი რას დავამსგავსეთ შენი თემა. :D ძაან არ დავცილებივართ მაგრამ მაინც... :)