Page 1 of 2

2 წასვლის ამბავი :)

Posted: 24 მარ 2008, 11:37
by N67
ფირს ეშველა..
ხოდა მოგიყვებით 2 პატარა ამბავს..

ერთი კაი სიმღერაა - შორ დისტანციაზე მორბენალის სიმარტოვე, და ფილმი ხომ მთლად ხოშიანი..
და როგორც ჩანდა რაღაც ამდაგვარი სიმარტოვე მინდოდა მაგრამ არ მაღირსა ქარმა არაფრით... არა...

1) თბილისი-დუშეთი-ტბა-ბაზალეთი-თბილისი

ეს ერთი კვირის წინ...

ველურ პირქართან ნაომარი და სახეახეული, როგორც იქნა, ტბას ვუახლოვდები.. 4,5 საათი დამჭირდა დუშეთის გავლით..
Image

ყინული, ორი კვირის წინ ზედ რომ ვშლიგინობდი, საერთოდ გამქრალიყო.
სანაცვლოდ ტალღა-შხუილი :)
Image

ესეც პატარა "ფოკუსი"..
როცა ქარი გიზუზუნებსო, შენ უნდა იბლუზუნოო... :roll:
მით უმეტეს, როცა 3 ჯობია ერთს :D
Image

ტბა ისევ:)
Image

მერე სახლში :)
ზოგი იცნობთ ალბათ ამ ადგილს :)))
Image

მერე განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა..
ქარმა ისე დამღალა(თან დილას ბიძაჩემის მობილური გამყვა, მაღვიძარა რომ მეყენა და დიღმის ტრასიდან ისევ უკან მომიწია საბურთალოზე დაბრუნება) , სახლში რომ მივედი, ვჭამე, მერე დავიძინე; საღამოს ისევ გავიღვიძე, ვჭამე და ისევ დავიძინე მეორე დილამდე..
მერე ტყეში გავისეირნე და მალე იქურ ფოტოებსაც დავდებ..

ეს კი უკანა გზაზე..
არაგვის ჭალები
Image

2 წასვლის ამბავი :)

Posted: 24 მარ 2008, 11:38
by N67
2) თბილისის ზღვა

ამ შაბათის დილას ყაზბეგში (თურმე არა:) )მიმავალი კარაველები გავაცილე.(თუმცა გასატანებლად თხილამურების ჯოხები ვერ ვიპოვე დილით და ხელცარიელი ვიყავი :? ) და მერე გავუდექი გზას..

ეს ალბათ მხოლოდ ზვიოს გამოზრდილმა ეშმაკუნებმა თუ იციან, რა გზებით წავედი და დავბრუნდი უკან თბილისის ზღვიდან :)
ერთი ეგ იყო, სამთო ქიმიიდან სადღაც მთებისკენ წავედი და ბოლოს წინამძღვრიშვილზე ამოვყავი თავი უკანა გზაზე :)

ესეც თბილისის ზღვა :)
უფრო დიდი მეგონა..
Image

და გაზაფხულის ამბები : )
Image

ეს ორნი ჩემნაირები და არც თუ ისე ჩემნაირები :P
ველოსიპედიდან გადავიღე სიარულისას და დამავიწყდა სიჩქარე 30ზე რომ მეყენა...
და ასეთი საინტერესო რამე გამოვიდა :)
Image

ქარმა არც აქ დამტოვა მარტო..
Image
ნერვულმა სისტემამ კი გამოიმუშავა ქარისსაწინააღმდეგო იმუნიტეტი, მაგრამ ფეხებს ეს მთლად ვერ შველის..

გასრულდა ესე ამბები :)

2 წასვლის ამბავი :)

Posted: 24 მარ 2008, 12:06
by N67
მე იქაურობა ყოველთვის მენატრება (ბაზალეთს ვგულისხმობ) და ვერწამოსვლის გამო გული ნურავის დაგწყდებათ :) კიდევ ბევრჯერ ბევრჯერ წავალ იქ :roll:

2 წასვლის ამბავი :)

Posted: 24 მარ 2008, 12:09
by Wanderer
N67
საღოლ !!! მაგარი ხარ ძალიან !!! :):):)
ერთი კაი სიმღერაა - შორ დისტანციაზე მორბენალის სიმარტოვე, და ფილმი ხომ მთლად ხოშიანი..
აუ ეგ ფილმი არის მართლა მაგარი ფილმი და ძალიან გამიხარდა, რომ შენც გიყვარს. :) სიმღერა არ მახსოვს სამწუხაროდ...
კიდევ ბევრჯერ ბევრჯერ წავალ იქ
უბრალოდ დაწერე ხოლმე აქ და მე წამოგყვები თუ მეცლება. საერთოდ რაც უფრო ადრე მეცოდინება გასვლის შესახებ მით უფრო მეტი იქნება შანსი რომ წამოვიდე.

2 წასვლის ამბავი :)

Posted: 24 მარ 2008, 12:15
by legenda
N67


მაგარო..... :wink:

2 წასვლის ამბავი :)

Posted: 24 მარ 2008, 12:16
by N67

Wanderer
,
Iron Maiden-ის სიმღერაა :)

2 წასვლის ამბავი :)

Posted: 24 მარ 2008, 12:22
by Toma
N67
უმაგრესი ფოტოებია და შენ ხომ საერთოდ საოცრება ხარ, იმ ფოტოზე გავოცდი შენ რომ ჩნდები და ქრები. :D

2 წასვლის ამბავი :)

Posted: 24 მარ 2008, 12:29
by N67
Toma :D დაღლილობამ იცისო...

2 წასვლის ამბავი :)

Posted: 24 მარ 2008, 12:35
by Toma
N67

ხო ეტყობა ისე გადავიღალე, რომ მეორე თემაშიც იგივე მომეჩვენა. :D

2 წასვლის ამბავი :)

Posted: 24 აპრ 2008, 14:25
by N67


კიდევ ფოტები : )
ორ-ორი ვარიანტი : )

Image


სულ 5 წუთით იცვალა ფერი ბუნებამ...
აღარ ვნანობდი აპარატის ტყუილად თრევას...
......
Image


2 წასვლის ამბავი :)

Posted: 24 აპრ 2008, 14:49
by N67
Image

Image

2 წასვლის ამბავი :)

Posted: 24 აპრ 2008, 14:53
by N67
Image


Image

2 წასვლის ამბავი :)

Posted: 24 აპრ 2008, 14:55
by N67
Image

Image

2 წასვლის ამბავი :)

Posted: 24 აპრ 2008, 15:55
by deme22
მე მეგონა ამფორუმზე ყველანი დაიხოცნენ :roll:
ესეიგი ვიღაც დარჩენილა კიდე :D
_ფერადები მომწონს

2 წასვლის ამბავი :)

Posted: 24 აპრ 2008, 16:05
by N67
deme22 : )
პირველ ნაწილში გარკვეულწილად მართალი ხარ...

ეგრეა ეგრე სტაჟიანად დავიკარგე,,,
ჯერ რეზერვი მერე გუშინდელი ავარია და ვახტანგური დალეწვა ჩემი და ველოსი...
უახლოეს მომავალში იძულებუითი შინაპატიმრობა......


ფოტოები კი შავთეთრები მირჩევნია ცოტათი :D
წავალთ ჩვენ მანდ ერთად :)