Page 1 of 13

ველოსიპედის ნაწილები და სხვა

Posted: 21 ივლ 2007, 10:23
by Wanderer
მოდით ამ თემაში ვილაპარაკოთ იმაზე თუ სად შეიძლება ველოსიპედის ნაწილების და სხვა ველოსიპედთან დაკავშირებული რამე-რუმეების ყიდვა.

მე პირადად ამწუთას მაინტერესებს კამერები, ნასოსები და კლუჩები. :)

აქ იმიტომ გავხსენი ეს თემა, რომ სავარაუდოდ ველოების მოყვარულები აქ უფრო შემოდიან ვიდრე მაგალითად "ბაზრობა"-ში.

ველოსიპედის ნაწილები და სხვა

Posted: 08 აგვ 2007, 15:01
by Wanderer
არავინ იცის სად იყიდება ველოსიპედის ნაწილები? :)

ველოსიპედის ნაწილები და სხვა

Posted: 10 აგვ 2007, 01:19
by Voodoo Child
ფორუმ.გე ზე არის ველოსპორტის ტოპიკში კომპეტენტური ხალხი :) ხელოსანი ყველაფრის ხვიჩაა, ეგ ვიცი :lol:

ველოსიპედის ნაწილები და სხვა

Posted: 14 აგვ 2007, 16:19
by a12
Wanderer
მე ლილოსჰი სჰევიძინე სადღაც 2 თვის წინ

ველოსიპედის ნაწილები და სხვა

Posted: 22 ოქტ 2007, 13:43
by N67
Voodoo Child wrote:ფორუმ.გე ზე არის ველოსპორტის ტოპიკში კომპეტენტური ხალხი :) ხელოსანი ყველაფრის ხვიჩაა, ეგ ვიცი :lol:

ხო ეგ ხვიჩა ველოტრეკზეცაა და მგონი მართლა კარგი ხელოსანია...

ნაწილებიც აქვს მგონი საკმაოდ :)

ველოსიპედის ნაწილები და სხვა

Posted: 11 დეკ 2008, 14:58
by KSOVRELI
მითხარით, სად შეიძლება უკანა სუპერის სამაგრის ნახვა? საერთოდ ამ ნაწილს რა ქვია?

ფოტოს ახლა ვერ ვტვირთავ...

ველოსიპედის ნაწილები და სხვა

Posted: 22 დეკ 2008, 00:03
by s.rodeo
..კითხვა მაქვს..

..ვინმემ ხომ არ იცით თბილისის მაშტაბით, სად შეიძლება ველასიპედის 26 ნამერი საბურავების და კამერების ყიდვა.. ველა-ტრეკი ვიცი და ეგ არ მირჩიათ.. მანდ რომ მეძვირება ყველაფერი იმიტომ ვკითხულაბ.. კიდე ბაზრაბა არ მინდა.. ეგეც ვიცი, რომ მანდ ძირითადად ნაგავი ყრია..

p.s. ერთ ადგილს კი მივაგენი საბურთAლაზე, მარა იქაური კამერები საშინლად არ მამეწანა.. საბურავებიც, კარგად დაკვირვების და საქმეში ნახვის შემდეგ, აღმავაჩინე რომ ვერაა მთლად მაწადების სიმაღლეზე..

:roll:

KSOVRELI

..ზუსტად ვერ ვხვდები რომელ ნაწილზე ლაპარაკაბ..
:roll: :roll:

ველოსიპედის ნაწილები და სხვა

Posted: 22 დეკ 2008, 16:16
by KSOVRELI
s.rodeo wrote:..კითხვა მაქვს..

..ვინმემ ხომ არ იცით თბილისის მაშტაბით, სად შეიძლება ველოსიპედის 26 ნომერი საბურავების და კამერების ყიდვა.. ველო-ტრეკი ვიცი და ეგ არ მირჩიოთ.. მანდ რომ მეძვირება ყველაფერი იმიტომ ვკითხულობ.. კიდე ბაზრობა არ მინდა.. ეგეც ვიცი, რომ მანდ ძირითადად ნაგავი ყრია..
მე amazon-იდან გამოვიწერე საბურავები, თითო $7_ად. ტაივანური არის. კმაყოფილი ვარ. აქ რომ მეყიდა, იგივე დამიჯდებოდა, მაგრამ ნაგავი შემხვდებოდა. შედი საიტზე და, რა გინდა სულო და გულო, აირჩიე.

ველოსიპედის ნაწილები და სხვა

Posted: 22 დეკ 2008, 16:26
by KSOVRELI
აი, ეს ნაწილი მინდა:


Image

ველოსიპედის ნაწილები და სხვა

Posted: 22 დეკ 2008, 17:22
by s.rodeo
KSOVRELI

.მადლაბა რჩევისთვის, მარა ინეტით რამის ყიდვა როგორ ხდება აზრზე არ ვარ.. ისე ორი სიტყვით თუ ამიხსნი კარგს იზავ.. მე მგონი ბანკის ანგარიშის ნამერი მჭირდება თუ რაღAც ეგეთი ხამ.. :?:

..მოკლედ ორი სიტყვით მითხარი ეგ პრაცესი როგორ ხდება.. ბუნებრივია, მეც ეგრე ყიდვა უფრო მაწყაბს.. იყოს ძვირი, ოღონდ კარგი.. :wink: ისა და მერე რომ იყიდი შენამდე როგორ მოდის საქანელი?.. :roll: :?:

..და კიდევ ეგ ნაწილი ვიცი, მარა მაგის სახელი არ ვიცი არც მე.. მარა მაგის შავნა ადვილად შეიძლება.. თAვიდან მეგანა, ღერძი გქანდა დაზიანებული.. ტრეკზე ჩAიყვანე და იქ უმკურნალებენ.. :wink:

ველოსიპედის ნაწილები და სხვა

Posted: 22 დეკ 2008, 18:48
by KSOVRELI
s.rodeo

საკრედიტო ბარათი თუ გაქვს და თანხა დოლარებშია გახსნილი, მაშინ არავითარი დაბრკოლება არ შეგხვდება :D

თუ საკრედიტო ბარათი არა გაქვს, მაშინ შედი შემდეგ საიტზე: http://www.barami.us/

ამ კომპანიას ოფისი თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე აქვს. თუ გინდა მაგათმა იყიდონ თავიანთი ბარათით, უნდა მიხვიდე, ლინკი მიუტანო და საქმეც მოგვარდება. მაგრამ ამ სახის მომსახურებაში ყოველ $100 დოლარზე $10 დოლარს გამოგართმევენ.

ცალკე ხარჯია shiping-ი. ჯობია გემით გამოაგზავნინო. მართალია, ერთ თვეში ჩამოვა ტვირთი, მაგრამ 8-ჯერ უფრო იაფი დაგიჯდება!

მოკლედ, საიტზე ყველაფერს დაწვრილებით ნახავ.

ველოსიპედის ნაწილები და სხვა

Posted: 22 დეკ 2008, 18:55
by KSOVRELI
s.rodeo wrote:
..და კიდევ ეგ ნაწილი ვიცი, მარა მაგის სახელი არ ვიცი არც მე.. მარა მაგის შოვნა ადვილად შეიძლება.. თAვიდან მეგონა, ღერძი გქონდა დაზიანებული.. ტრეკზე ჩAიყვანე და იქ უმკურნალებენ.. :wink:

გმადლობ! იქ უკვე მყავდა. მითხრეს, მოგვარდებაო. მაგრამ მე ზუსტად ეგეთი დეტალის შოვნა მინდოდა.

რას იზამ, თავს ზემოთ ძალა არ არის :D

მარტო ეგ არ არის: ღერძი და უკანა სუპერი გაიღუნა. ხვიჩას ოქროს ხელების იმედი მაქვს :D

ველოსიპედის ნაწილები და სხვა

Posted: 14 მარ 2009, 05:20
by XAO
რკინის ხელის ტორმუზები რა ეღირება ხომ არ იცით?

რა მაინტერესებს. კამოს ქუჩაზე ველოტრეკი კიდეა? მანდ აკეთებდნენ ხოლმე ველოებს.

ველოსიპედის ნაწილები და სხვა

Posted: 23 მარ 2009, 18:02
by KSOVRELI
XAO wrote: რა მაინტერესებს. კამოს ქუჩაზე ველოტრეკი კიდეა? მანდ აკეთებდნენ ხოლმე ველოებს.
კი, არის.

და საკმაოდ კარგი ხელოსნებიც არიან.

ველოსიპედის ნაწილები და სხვა

Posted: 24 მარ 2009, 13:13
by ilia
ველოხელოსანი გურამი, 893673238, მუშაობს ნავთლუხში, ყველაფერი აქვს. საუბრობს რუსულად.