ველო მოგზაურობების შესახებ
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
G
- ბოდიალა
- Posts: 122
- Joined: 13 იან 2008, 11:23
Post
by G » 11 სექ 2009, 17:08
KSOVRELI wrote:ჩიტუციო wrote:მე მინდა დავით გარეჯში
ველიკა არ მყავს და ძუნძულით რო წამოგყვე არა?

წამო

"სკეიტი", საბუქსირე თოკი და ეგაა

-
KSOVRELI
- მაწანწალა
- Posts: 922
- Joined: 03 სექ 2008, 19:04
- Location: თბილისი
Post
by KSOVRELI » 14 სექ 2009, 14:08
მართალი გითხრათ, არ მეგონა, ეს მარშრუტი თუ ასე იოლი იქნებოდა.
შაბათს კობას არ ეცალა და მთხოვა, კვირას წავიდეთო. მაგრამ კვირას იწვიმა...
შაბათს დილის 6:00 ავდექი, მოვწესრიგდი და შატილში მიმავალი კარველების გასაცილებლად გავედი.
დიდუბიდან 7:40 დავიძარი.
ამინდი გრილი იყო, ამიტომ სოფელ ახალ სამგორამდე ისე ჩავედი, ვერც კი გავიგე (45 კმ).
მაშ ასე, ლოჭინის ხიდი (თბილისიდან გასასვლელი (ლილოს მხრიდან)):

არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
-
KSOVRELI
- მაწანწალა
- Posts: 922
- Joined: 03 სექ 2008, 19:04
- Location: თბილისი
Post
by KSOVRELI » 14 სექ 2009, 14:16
ახალი სამგორი ერთი მიყრუებული სოფელია.
თუ რაოდენ მიყრუებულია, იქიდანაც ჩანს, რომ მთავარი ქუჩა - თუკი შეიძლება ასე დავარქვათ - იოსებ სტალინის სახელობისაა (თანაც წითელი საღებავით არის შესრულებული).
აღარაფერს ვამბობ მეორე ხარისხოვან ქუჩებზე...
სამაგიეროდ, აქაური გოგონები თბილისელ გოგონებზე ნაკლებად გამოპრანჭულ-გამოკოხტაპრუწავებულნი როდი დადიან.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
-
KSOVRELI
- მაწანწალა
- Posts: 922
- Joined: 03 სექ 2008, 19:04
- Location: თბილისი
Post
by KSOVRELI » 14 სექ 2009, 14:24
ახალ სამგორამდე არცთუ ისე პატარა მანძილი გამოვიარე.
გზაში ათასი ძაღლი თუ მამაძაღლი შეგხვდება...
მაგრამ სოფლის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ არცერთი ხეპრე და "გაუნათლებელი" ძაღლი იქ არ იყო.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
-
KSOVRELI
- მაწანწალა
- Posts: 922
- Joined: 03 სექ 2008, 19:04
- Location: თბილისი
Post
by KSOVRELI » 14 სექ 2009, 14:34
ახალი სამგორიდან დავით გარეჯამდე დაახლოებით 45 კილომეტრია.
წვიმას აპირებდა.
ერთმა ადგილობრივმა მითხრა, წვიმამ თუ მოგისწრო, კარგი დღე არ დაგადგებაო.
ეგ მეც ვიცოდი, მაგრამ უკან გაბრუნების გუნებაზე სულაც არ გახლდით.
მართალია, ისეთ ქარცეცხლში არ ვიყავი გახვეული, როგორშიც კეისარი იყო რუბიკონის გადალახვის დროს,
მაგრამ მაინც ჩავილაპარაკე ცნობილი გამოთქმა (ახლა თქვენც რომ მოგივიდათ თავში), ველოსიპედს დეზ... სატერფულს ჩამოვკარი ფეხი და იმ გუბესთან დავეშვი, ზემოთ რუკაზე რომ ჩანს.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
-
KSOVRELI
- მაწანწალა
- Posts: 922
- Joined: 03 სექ 2008, 19:04
- Location: თბილისი
Post
by KSOVRELI » 14 სექ 2009, 15:23
ადგილზე რუკა რომ მქონოდა, მწვანე ხაზს გავყვებოდი და ყველაფერი ნორმალურად წარიმართებოდა.
მაგრამ ასე არ მოხდა.
გზიდან დროზე ადრე გადავუხვიე, იმ გზას გავყევი, რომელიც წითელი ხაზით არის მონიშნული.
ეს არ იყო ის გზა, რომელიც ტაძრისკენ მიდიოდა, და ვერც მივედი. ამ გზამ დაახლოებით 3 საათი დამაკარგვინა.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 14 სექ 2009, 15:34
KSOVRELI
მე არაფერ შუაში ვარ
იმედი მაქვს

-
tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
Post
by tamuna_gudarexi » 14 სექ 2009, 16:41
lama wrote:KSOVRELI
მე არაფერ შუაში ვარ
იმედი მაქვს

ქურდს ქუდი ეწვისოოო!
ჰა, გამოტყდი, კახა, როგორ შეულოცე შორიდან ალექსს, რომ გზა აბნეოდა!

Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir
-
KSOVRELI
- მაწანწალა
- Posts: 922
- Joined: 03 სექ 2008, 19:04
- Location: თბილისი
Post
by KSOVRELI » 14 სექ 2009, 17:08
გუბესთან ასფალტის საფარი მთავრდება.
ამ დროს წვიმაც წამოვიდა და ქვიშიანი მიწა ტალახის პატარა ბურთულებად აქცია, რომელიც სახეში მეყრებოდა.
საბედნიეროდ წვიმა დიდხანს არ გაგრძელებულა.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
-
KSOVRELI
- მაწანწალა
- Posts: 922
- Joined: 03 სექ 2008, 19:04
- Location: თბილისი
Post
by KSOVRELI » 14 სექ 2009, 17:10
გზად სამხედროები შემხვდნენ.
გზა ვკითხე.
ცოტა აწრიალდნენ, მაგრამ სახეირო ვერაფერი ვათქმევინე და ჩემ გზაზე წავედი.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
-
KSOVRELI
- მაწანწალა
- Posts: 922
- Joined: 03 სექ 2008, 19:04
- Location: თბილისი
Post
by KSOVRELI » 14 სექ 2009, 17:19
ბევრი ვიარე თუ ცოტა, მივადექი ფერმას.
აქ ხუთი უჯიშო, მაგრამ საკმაოდ ავი ძაღლი გამოვარდა და ალყაში მომაქცია.
ჩქარა მწყემსიც გამოჩნდა, მაგრამ უჯიშოებს ყეფა არ შეუწყვეტავთ, ის კი არადა, ერთმანეთს არ ინდობდნენ, რა არის პატრონთან თავი მოეწონებინათ.
მწყემსმა კი მითხრა, მწვანე ხაზს უნდა გაყოლოდიო, მაგრამ მირჩია გორაკი არ გადამეკვეთა და უკან გავბრუნებულიყავი.
ნეტავ არ დამეჯერებინა....
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
-
KSOVRELI
- მაწანწალა
- Posts: 922
- Joined: 03 სექ 2008, 19:04
- Location: თბილისი
Post
by KSOVRELI » 14 სექ 2009, 17:28
მაგრამ ძაღლები არ მეშვებოდნენ...
უცბად ლურჯ ცხენზე ამხედრებული ცისფერთვალება პატარა თეთრი ბიჭი გამოჩნდა (მწყემსი შავი იყო, არაქართული წარმოშობის, თუმცა ქართულად კარგად საუბრობდა) და ფერმიდან საკმაოდ მოშორებით გამაცილა, ვიდრე ძაღლები არ ჩამოგვშორდნენ.
ბიჭიც არაქართველი იყო, მორიდებული, რუსულად საუბრობდა. მადლობა გადავუხადე და ისიც წავიდა.
აქ აღმოვაჩინე, რომ უკანა საბურავი დაშვებულიყო.
სათადარიგო კამერა არ მქონდა, მაგრამ მქონდა ყველაფერი ის, რითაც მის შეკეთებას შევძლებდი.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
-
G
- ბოდიალა
- Posts: 122
- Joined: 13 იან 2008, 11:23
Post
by G » 14 სექ 2009, 17:54
საკმაოდ საინტერესოდ ყვები...
ყოჩაღ, მარტო სიარული მართლა განსაკუთრებულია...
-
pauna
- მაწანწალა
- Posts: 1991
- Joined: 29 მარ 2005, 10:49
- Location: ვარკეთილი
Post
by pauna » 14 სექ 2009, 19:44
KSOVRELI
მე გული დამწყდა რომ არ წამოვედი
მერე მერე....
-
KSOVRELI
- მაწანწალა
- Posts: 922
- Joined: 03 სექ 2008, 19:04
- Location: თბილისი
Post
by KSOVRELI » 15 სექ 2009, 18:08
ველო მწყობრში ჩავაყენე და გზა განვაგრძე.
ცოტა ხანში მეორე მწყემსი შემხვდა, რომელმაც იმ გზით წასვლა მირჩია, რომელიც პირველ მწყემსა დამიწუნა.
მადლობა გადავუხადე და მინდორი გადავჭერი.
აქ უკვე წინა საბურავმა მიმტყუნა. იქვე ხესთან მივაყენე და დამუშავება დავუწყე.
მწყემსი მოვიდა. ახალგაზრდა ბიჭი იყო. თან საბურავს ვაკეთებდი, თან მწყემსი ტვინს ბურღავდა. ცალკე დროს ვკარგავდი.
ბოლოს მითხრა, მაინც ვერ გავიგე, აქ რა გინდაო.
ცოტაც გავიარე და ხევს მივადექი.
იმ დალოცვილმა გზა კი მასწავლა, მაგრამ ის აღარ უთქვამს, რომ ამ ხევში წყალი გადიოდა.
"ლოცვა-კურთხევას" აზრი არ ქონდა, ხშირ ბალახებში ფონის ძებნა დავიწყე.
ძირს ვიხედებოდი, რომ შემთხვევით ქვეწარმავალს არ გადავყროდი.
ქვეწარმავალს მართლაც გადავაწყდი, მაგრამ ის უცედველი პატარა კუ გამოდგა, ისეთი უცოდველი, როგორიც ამ შემთხვევაში ლამაა.
კუს არაფერს ვერჩოდი, ამიტომ გვერდი ავუქციე. ძებნით გამწარებულმა ველოსიპედი მოვიკიდე და ტალახიან წყალში გავტოპე.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.