pauna
ველიკები ტურის ნაწილი იყო ოსევე როგორც რაფტინგი.
კაი რამეა ველიკები, მაგრა დავაადდი ამ ერთი ტურით მიუხედავად იმისა რომ სულ ვიგინებოდი გზაში რამდენჯერაც ჯაჭვი ძვრებოდა
მარტო, ინსტრუქტორების გარეშე, რაფტინგზე წასვლა თითქმის თვითმკვლელობის ტოლფასია და შევეცდები ავხსნა რატომ
წყალი რომელიც შეიძლება გარეგნულად მშვიდად გამოიყურება შეიძლება ადგლებში მაგარი საშიში იყოს. წყვალქვეშ შეიძლება არმატურა ეგდოს ან ბეტონის ნატეხები ან ჩაძირული ხე წვეტიანი ტოტებით.
ინსტრუქტორებმა იციან მარშუტი და ყველა რთული და სახიფათო ადგილი.
ვიცი რომ თერგზე ბევრი დაღუპულა.
რაღა შორს წავიდეთ ჩვენი დაშვების წინ ერთი ნავი სულ ბოლოში, ყველაზე წყნარ ადგილას ამოყირავდა სულ უბრალო მიზეზის გამო, თოკი მოეშვა და წყალქვეშ რაღაცას გამოედო. ხალხი მოყვა ქვეშ და ამ თოკში გაიხლართა, მაგრა გადარჩნენ. მე კი შემიძლია 2 წუთი გაჩერება წყალქვეშ მარა თუ ვინმე პანიკაში ჩავარდა და წყალი ყლაპა მერე მორჩა კინო.
ამას გარდა ესენი დადიან 3 გუნდად, თუ ერთს პრობლემები აქვს სხვა ეხმარება და მარტო წასულებს ვინ მოგეხმარებათ?
ცხადია ეს ყველაფერი წყალზეა დამოკიდებული მარა წყალი უნდა შეაფასონ სპეციალისტებმა.