აუუუუუ ! აქაც არაგვებზე კამათობენ ! ხახახა.
navigator
Sorry, მაგრამ ეს თემა იმხელაა, რომ თავიდან ბოლომდე წაკითხვა დამეზარა.

ალაგ-ალაგ გადავხედე და ამ ყველაფერთან დაკავშირებით გაგაცნობ ჩემს შეხედულებებს:
1) 2 დღეში 100 თუ 110 ლარი - ჩერესჩურ !!! ძალიან ბევრია.

რაც არ უნდა ხდებოდეს იმ ორ დღეში, მე მაგდენს 2 დღისთვის ვერ გავიმეტებდი. მაგის ნახევარ თანხად 10 დღიან ლაშქრობაში წავიდოდი ხევსურეთში და დამრჩებოდა კიდეც.
2) როცა საქმე ეხება გასვლით ღონისძიებებს, მე პირადად ქართულ ტურისტულ სააგენტოებს და მსგავს დაწესებულებებს არაფრით არ მივმართავდი !!! ჯერ ერთი 1) პუნქტიდან გამომდინარე: ფული უნდათ ტრულაილებს.

მეორეც, ქართველებს პასუხისმგებლობის ამბებში გვერხევა(3 საათი დაგვიანება + რაღაც რაღაცეები). მესამეც, რატომ უნდა მივმართო სააგენტოს, როცა არსებობს რუკები, არსებობს ინფორმაცია და ჩემს გვერდით არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც თითქმის მთელი საქართველო ზეპირად იციან ?!

სხვათაშორის, ველოტურიც შეიძლება, რომ დამოუკიდებლად მოეწყოს ! რაფტინგი არ ვიცი.
3) თუ გავყვებოდი სააგენტოს, ველოტურში არანაირად იმიტომ, რომ საქართველოა

ძველი ველოსიპედები, რომლებიც შესაძლოა, რომ ადვილად გაფუჭდნენ და ა.შ. და ა.შ.

აბა ახალს დაგიხატავენ ახლა ! ქართველს ურჩევნია საქმე ცუდად გააკეთოს, ვიდრე ბევრი ფული დახარჯოს !
4) საქართველო ძალიან მთაგორიანი ქვეყანაა და რაღაც ველო-ამბების პერსპექტიულობაში ეჭვი მეპარება ! (არ ვიცი, ჰიპოთეზას გამოვთქვამ უბრალოდ)
მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, მაინც რაღაცნაირად კარგი იქნებოდა ეგ თქვენი ღონისძიება.

ვერ დავიჯერებ, რომ რაღაცნაირი სიამოვნება მაინც არ მიიღეთ !
რაც შეეხება გაჭირვებას, ეგ პირიქით კარგია:
რაღაც მომენტში ასწორებს როცა გიჭირს და უნდა გაძლო - ასე იყო ფშავში შარშან და ასე იყო ბირთვისის კანიონებში წელს 16 ივლისს. და მინდა გითხრა, რომ 2-ვე ლაშქრობა, მიუხედავად ყველაფრისა, დაუვიწყარ მოგონებად დარჩება ჩემთვის.
და უნდა დავამატო კიდევ, რომ არცერთ შემთხვევაში გაჭირვება წინასწარ განზრახული ან წინასწარ გათვალისწინებული არ ყოფილა !
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია