ფოტო განწყობისთვის

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ფოტო განწყობისთვის

Post by arcivi9 » 25 თებ 2010, 12:30

lama wrote:arcivi9
კი, ვაკელია

და ბაჩო ქვია სახელად გვარად კი ბერძენიშვილია

ცხვედაძეზე ცხოვრობს :)

ჩემი მეგობარია :)
ვიცნობ მე მაგას :)
ჭაუხში რომ ვიყავი 2002 წელს ეგეც მანდ იყო :)
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას


User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ფოტო განწყობისთვის

Post by guruli » 26 თებ 2010, 02:19

qvevri wrote:ნახეთ როგორი ყარანა გადავიღე გურიაში...
Image
ყარანა
ბეჩა, დავბერდი გურიაში და ამფერი სიტყვა არ გამიგია!!! ქვევრის სიცოცხლე და ჭურ-მარანის სიმდიდრე, ვერ მითარგმნი მაგ ფარცაგ სიტყვას? :roll: :roll: :roll:
და მაგას კავს ეძახიან გურიაში, რაც თხას უკეთია კისერზე. ღობეში რომ არ გაძვრეს, იმიტომ ადებენ.
და გოგა ახლაა ბრაზილიაში? კარნავალზე იყო? ნენა, ნენა... ცოტა ყავა წამოგვიღოს კარვის საკუჭნაოსთვის, გადაეცით ვინმემ. :D
(აბაკარნავალისქალსმაინცარჩამოგვიყვანს).

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ფოტო განწყობისთვის

Post by qvevri » 26 თებ 2010, 09:31

guruli
ძველი ქართული(გურული) პოლიფონიური სიმღერები.
"ყარანაი ყანაში".
აბა გაიხსენე...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ფოტო განწყობისთვის

Post by ლეონტი » 26 თებ 2010, 10:45

გურული მართალია, ყარანა სიმღერაში თხას არ ნიშნავს.
Phylloscopus lorenzi
ფრინველია გემრიელი საჭმელი.
და თუ შერქმეულ სახელს არ ვიგულისხმებთ . მაგალითად, ცანცარა, გულდიდა და სხვა.


ყარანაი ყანაში,
მეტი გასუქებულიყო;
ეს ყარანაჲ შექიშმაშდა,
კაპანზე რომ გედეჲჭრა.
კაპანზე რომ გედევხედე,
ფეხზე იდგა ისევ განა.
ამ ყარანას დაკლაზე,
თორმეტი დანა გავტეხე,
ამ ყარანას აკასპვაზე,
ბერძული ცული გავტეხე.
ორი ყური ქვაბში ჩავყარე,
კაპჭანაში აღარ იყო.
ასი კაცი ვერ შეჭამდა,
მოწიწული ლუკმა იყო.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ფოტო განწყობისთვის

Post by ლეონტი » 26 თებ 2010, 13:09

გვალდა
ძაან ძლიერი პიროვნება ჩანს.
:D

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ფოტო განწყობისთვის

Post by qvevri » 26 თებ 2010, 21:07

ლეონტი wrote:გურული მართალია, ყარანა სიმღერაში თხას არ ნიშნავს.
Phylloscopus lorenzi
ფრინველია გემრიელი საჭმელი.
და თუ შერქმეულ სახელს არ ვიგულისხმებთ . მაგალითად, ცანცარა, გულდიდა და სხვა.


ყარანაი ყანაში,
მეტი გასუქებულიყო;
ეს ყარანაჲ შექიშმაშდა,
კაპანზე რომ გედეჲჭრა.
კაპანზე რომ გედევხედე,
ფეხზე იდგა ისევ განა.
ამ ყარანას დაკლაზე,
თორმეტი დანა გავტეხე,
ამ ყარანას აკასპვაზე,
ბერძული ცული გავტეხე.
ორი ყური ქვაბში ჩავყარე,
კაპჭანაში აღარ იყო.
ასი კაცი ვერ შეჭამდა,
მოწიწული ლუკმა იყო.
ეს ლექსი არ ვიცი და სიმღერაში სულ სხვა ტექსტია და სწორედ თხაზეა ლაპარაკი. მოისმინეთ და დარწმუნდებით, ასევე ძველ მოლექსე-მომღერლებსაც შეგიძლიათ კითხოთ.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ფოტო განწყობისთვის

Post by ლეონტი » 26 თებ 2010, 23:03

qvevri
კაი იყოს თხა, მაგის გულიზა გადაგიკიდო ეს მეღვინე კაცი?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ფოტო განწყობისთვის

Post by guruli » 27 თებ 2010, 13:29

qvevri
ლეონტი
მომკალით, დამკალით, ნაჭარ-ნაჭარ ამკუწეთ, თუ გინდათ, დამამარილეთ კიდეც (მარა ჭამა არ გაბედოთ - მოგწამლავთ :D ) და არც მაი სიმღერა გამიგონია. არადა, დედაჩემი ხალხურების მცოდნედ ითვლებოდა სოფელში.
თხაი თუ ვარიე, თქვენ მაგაზე არ იჩხუბოთ და ერთხელ, მახსოვს, ჩემი სკოლის დირექტორმა ტყეში ყანაში დათვს დაუგო ფაცერი - სპეციალური ხაფანგია დათვებისთვის. სოფლიდან შორს ჰქონდა ყანა - მაღლა, ტყეში და უნადგურებდა დათო. ჰოდა, დათვის მაგივრად მისივე საუკეთესო თხა გაება ამ ფაცერში. :D კიდევ კარგი, მასეთი კავი ეკეთა და მაგან იხსნა - ყულფი მაგან დაიჭირა. დირექტორმა სამი დღე გადაატყავა მთელი სოფელი, ნადიც კი შეიწია მოსაძებნად და ბოლოს იფიქრა, თხა დავკარგე, ჯანდაბას, მაგრამ ყანას მაინც დავხედავო. ფაცერის ახლოს რომ გაიარა, შრიალი მომესმა და ვიფიქრე, დათვი ხომ მაინც დავიჭირეო. :) მივიდა და საკუთარი თხა შერჩა ხელში. :D
მოკლედ, ყარანა ვერ დავადგინეთ, მაგრამ მაგ თხის ხორცი დაკონსერვებული უმაგრესი რამე იქნება. დათვის ხორციც უგემრიელესია, მაგრამ მასე კონსერვად რაც კი მიჭამია - გარეული თუ შინაური, თხისას ვერც ერთი შეედრება.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ფოტო განწყობისთვის

Post by ლეონტი » 27 თებ 2010, 15:29

ტექსტი აჭარულია, გურულიც მასე იწყება მარა მერე სხვაა ცოტა, ისე შინაარსი ერთია, სახუმარო სიმღერაა, გურულ ვარიანტში 100 ლიტრა ქონი ქონდაო, ამბობენ.
guruli
თუ ეს გურული სიმღერა არ გაგიგონია, არავინ აგკუწავს, აგერ მოისმინე:

http://www.alazani.ge/download.php?d=mp ... ნაი-ყანაში


http://www.alazani.ge/dzveli-chanatseri ... i-folklori

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ფოტო განწყობისთვის

Post by guruli » 27 თებ 2010, 21:31

ლეონტი
ტექსტი აჭარულია,
ვაი, ამის დაწერა დამავიწყდა წეღან:
კაპანზე რომ გედევხედე,
ეს სიტყვა დასტურ აჭარულია, გურულში არაა ეგ ფორმა.
ბმულებისთვის დიდი მადლობა. ახლავე მოვუსმენ.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ფოტო განწყობისთვის

Post by Archil » 27 თებ 2010, 23:29

ლეონტი

მაგარი ვებ გვერდია !!!
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image


qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ფოტო განწყობისთვის

Post by qvevri » 01 მარ 2010, 09:40

ლეონტი
ხარაკირი ჩაიტარა :?:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ფოტო განწყობისთვის

Post by ლეონტი » 01 მარ 2010, 13:15

არა
Last edited by ლეონტი on 01 მარ 2010, 14:20, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]