ლოგო შეცვალეოო-ო

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
kirk_hammett
მაწანწალა
Posts: 365
Joined: 26 ივლ 2005, 11:18
Location: tbilisi
ლოგო შეცვალეოო-ო

Post by kirk_hammett » 24 თებ 2006, 23:55

Mrs. Robinson

შენს იდეებს ორივე ხელით ვუჭერ მხარს :P :D :D :D
the more u live the less u die>..................

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ლოგო შეცვალეოო-ო

Post by Gvalva » 25 თებ 2006, 00:13

ხალხო, ძველი ლოგოს ფანებო, ამ ჩვენს ლოგოზე მე მგონი ისე დაგვემართა, მექსიკური ტელესერიალის 368-ე სერიაზე ბებიათქვენს რომ ვერ აჯერებთ რომ მთავარი გმირი ქალი არც ისე ლამაზია :)

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ლოგო შეცვალეოო-ო

Post by Nika » 25 თებ 2006, 00:53

Gvalva
ნუ ჯერ უკეთესი მართლა არ ჩანს რა.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლოგო შეცვალეოო-ო

Post by kotetbeli » 25 თებ 2006, 01:00

"კაჟეტსა, დოჟდ საბირაეტსა... კაჟეტსა, დოჟდ საბირაეტსა..." :D :lol: :lol: ხოდა, რადგან არ იშლით, ეხლა მეც დავიწყებ... :D არ ვივიწყებ რა მწარე გამოცდილებას, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რა შრომასთანაა ეს დაკავშირებული, კიდევ ერთხელ შევეცდები ჩემი აზრის ადრესატს ("გვარს არ დავასახელებ, კოლმეურნეობის თავჯდომარე როა..."), მივმართო, რომ ლოგომდე სანამ მივიდოდეთ, უფრო მთავარი- საიტის დიზაინი არ მომწონს... უფრო კიდევ "ახლოს თუ მოვიყვანთ ზუმს", დავაკონკრეტებ, რომ ფერი არ მომწონს, უფრო კონკრეტული ფერი აჯობებს ჩემი აზრით... აი, ეხლა კი ნამდვილად გავიპარე აქედან... თუ რამეა, მე აქ არ ვყოფილვარ... :D :D :lol: :lol: :lol: :lol:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ლოგო შეცვალეოო-ო

Post by Druides » 25 თებ 2006, 15:27

kotetbeli
ეხლა შენ მორიდება იქონიე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :evil: :evil: :evil:
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
ლოგო შეცვალეოო-ო

Post by Mrs. Robinson » 25 თებ 2006, 15:36

მეგობრებო!
დღის წესრიგში დგება ფორუმის მეორე- რიგგარეშე ყრილობის ჩატარება!!!!!!!!!!!!!!!
:wink: :D

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
ლოგო შეცვალეოო-ო

Post by Eh_Dato » 26 თებ 2006, 09:26

გუშინ საქართველოს გასაბჭოების 85 წლისთავი იყო და შეიძლება დღესაც რაღაც გადმომყვა განწყობაში... ამიტომ, თუ რამე ვერ ვთქვი - ისე, მორჩილად გთხოვთ - სერგო ორჯონიკიძეს დააბრალოთ... :wink:

ახალი ლოგოს შექმნის იდეა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად კარვის რამდენიმე წევრს მოგვივიდა და ამის შესახებ წინასწარ ვაცნობეთ ადმინს. გვამოძრავებდა მხოლოდ ორი რამ -
1. ზოგადად - სწრაფვა უკეთესობისკენ.
2. სურვილი, გამოგვეხატა თანადგომა ადმინისთვის, რომლის ქება მე არასდროს დამეზარება.
მეორე პუნქტს ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ კარვის ზოგიერთი წევრისთვის, ვეჭვობ, მთლად მკაფიო არ იყო ეს და გამომდინარე - მცდარი განწყობა შეექმნათ.
ახლა - ლოგოს შესახებ. მისი გაკეთება, მიუხედავად ერთი შეხედვით სიმარტივისა, საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია - ამას ნებისმიერი დიზაინერი დაადასტურებს. იმ პუნქტებიდან, რაც ლოგოს მოეთხოვება, მე მაინც ორს გამოვყოფდი:
1.ფუნქციონალურობის და ორიგინალობას შეხამებას. ლოგომ არა მარტო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოს, არამედ თავიც დაგამახსოვროს რეკლამისა და ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში. მზა გრაფიკული მასალების და მზა შრიფტების გამოყენება ტრანსფორმაციის გარეშე - მოსარიდებელია.
2.ტექნოლოგიურობას. ლოგო ერთნაირად კარგად უნდა ჩანდეს ბანერზეც და სამკერდე ნიშანზეც, ერთნაირად უპრობლემოდ უნდა იბეჭდებოდეს ყველა სახის პოლიგრაფიული ტექნოლოგიით. ფერთა გრადაციები და წვრილი დეტალები - მოსარიდებელია.
ამას დავამატოთ ის კონკრეტული მოთხოვნები რაც ამ საიტის ლოგოს კეთებისას იყო გასათვალისწინებელი. უმთავრესი - ჩვენ ვართ ერთობლიობა, რომლებიც ამ საიტმა შეგვკრიბა (კიდევ და კიდევ - ხოტბა ადმინს!), ამდენად ლოგოში უნდა დომინირებდეს საიტის მისამართი, რომელიც უკვე იძულებულს გხდის შემოიზღუდო გრაფიკულად დატვირთვისას. ყველაფერი ეს ვუთხარი დიზაინერს, რომელიც პროფესიონალია, თუმცა მჯობის მჯობსაც რა დალევს ამ ქვეყანაზე. დამატებით - ვთხოვე შეექმნა მთისა და მთის ბილიკის განწყობა, რასაც იგი ტექსტური ნაწილის დამუშავებისას შეეცადა. მისმა მომზადებულმა ჩემი მოთხოვნით კიდევ განიცადა ცვლილება - ლოგო იყო შავ-წითელი და გახდა შავ-ფირუზისფერი - საიტის არსებული ფერების შესაბამისად. ამით ლოგომ ოდნავ დინამიურობა დაკარგა და გაჩნდა ისეთი უხერხული ელემენტი, როგორიცაა ფირუზისფერი მზე... კიდევ ერთხელ - გულწრფელი სიხარულით გამიხარდებოდა და გამიხარდება - თუ უკეთესიც შეიქმნება. მაგრამ როცა საერთო განწყობა ასეთია - დავტოვოთო ძველი - დავტოვოთ. მესმის - მას ისტორია გააჩნია და ამ ხნის განმავლობაში ახლობელიც გახდა. მესმის, მაგრამ - არ ვიზიარებ. :? ამიტომ - გადავდოთ ეს საუბარი მომავლისთვის. იმედია, ამ თემაზე ეს იქნება ბოლო წერილი.
სხვამხრივ - დავშთები თქვენთა ფეხთა ქოშის მტვრად - როგორც იტყოდნენ ძველები :D
და დავრჩები საერთო გუნდის წევრად - როგორც იტყოდნენ ახლები... :wink:
და დარწმუნებული ვარ - კოტეტბელიც - ასევე.

მაინც რა გვიყვეს ამ კომუნისტებმა...
Eh-სერგო, Eh_სერგო...
:wink:
Last edited by Eh_Dato on 26 თებ 2006, 11:31, edited 4 times in total.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ლოგო შეცვალეოო-ო

Post by Kakha » 26 თებ 2006, 11:06

Eh_Dato
აკი ადრეც დავწერე და ახლაც გავიმეორებ, რომ მზად ვარ შენთან ერთად ვიჯდე კოცონის განაპირას და თანაც იქითკენ სადაც ბოლო მიდის. ყველაფერში გეთანხმები. ერთი რაც ჩემი გემოვნებით ხელს არაფერს შეუშლიდა და დიდ დისონანს არ შეიტანდა საერთო ფერთა განმაში და ამავე დროს სიმხიარულესა და ხალისს შემატებდა როგორც ფეროდავანი ლაქა ესაა შენს პირველ ვარიანტში წითელი კარავი და წითელი მზე. სხვა ყველაფერი კარვის საერთო ფერთა გამაში იყო გადაწყვეტილი.

ისე, Mrs. Robinson-ი მგონია მართლია და ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ ფიქრი კარვის მეორე ყრილობაზე. ამისთვის კი უნდა მოვიფიქროთ რა თემები უნდა გავიტანოთ განსახილველად და მოვამზადოთ დღის წერიგი - ისე მართლა რა გვიყვეს ამ კომუნისტებმა! აბა ასეთ ადგილიას ამისთანა სიტყვათწყობას რა უნდა. რაღაც ბიუროკრატიის სუნი დავაყენე (თუმცა სამსახურეობირვად ვარ კიდეც ბიუროკრატი) :wink:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ლოგო შეცვალეოო-ო

Post by Gvalva » 26 თებ 2006, 15:18

კაი ხო, სადაც გინდათ იქ დასხედით :)

როგორც ვთქვი, უკვე მეც მინდა ლოგოს შეცვლა. მაგრამ არ მინდა რომ ეს ნაჩქარევად მოხდეს. რამდენიმე ადამიანს ვთხოვე მისეული ვარიანტები შემოეთავაზებინათ, მოუცლელობის გამო ჯერ ვერ გამოგვეხმაურნენ. ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღს, სულაც რომ არფერი კავშირი ქონდეს დიზაინერობასთან, თავისი ვარიანტი წარმოადგინოს კარგი იქნება.

ეხლა მე მაინტერესებს ასეთი საკითხი:

რას უნდა შეიცავდეს ლოგო, რომელსაც ჩვენ მოვითხოვთ??

ანუ, იყოს მარტო გრაფიკული ემბლემა, მაგ მერსედესის ნიშანი?
იყოს ემბლემა და ინტერნეტ მისამართი??
თუ ემბლემა, მისამართი და სიტყვა კარავი??

ანუ, რას ვგულისხმობ, კოტეს და ეჰ_დათოს ვარიანტებში ინტერნეტ მისამართი ინტეგრირებულია ლოგოში. ეს კარგია თუ ცუდი?? მართლა ვკითხულობ, კი არ ვიწუნებ რამეს. მე რომ ვათვალიერებდი ეს სხვაგან ასე არ არის, მარა იმასაც ვამბობ რომ ჩვენ ინტერნეტ გვერდის ლოგო გვჭირდება. ასე რომ, გავიაზროთ ერთად ეს მომენტი.

კიდე რა, მოდით დავასახელოთ ვარიანტების წარმოდგენის ბოლო ვადა, ვთქვათ, 10 მარტი. ამ დროისთვის რაც გვექნება იქედან ავირჩიოთ. მეგობრებს და ახლობლებს ვთხოვოთ რომ თუ აპირებენ ჩვენთვის რაიმე ვარიანტის შემოთავაზებას, დრო გამონახონ და დაგვეხმარონ.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ლოგო შეცვალეოო-ო

Post by Mao » 26 თებ 2006, 15:19

Eh_Dato

GETANXMEBI 1 da 2 punqti.
ar getanxmebi - piradad me aravitari mtsdari azri ar momsvlia tavshi!
together on the top!!

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ლოგო შეცვალეოო-ო

Post by Druides » 27 თებ 2006, 13:41

Kakha
აუ ჩემი ხუმრობის ბოლთან დაკავშირებით მრცხვენია :oops: :oops: :oops: :oops: :oops:
Gvalva
და იქნებ ჩვეულებრივად არჩევნები მოგვეწყო როგორც ამ ფორუმზე ხდება 2ხმის განსხვავებით რომელი ვარიანტიც გაიმარჯვებს იმას მიენიჭოს უპირატესობა.....
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლოგო შეცვალეოო-ო

Post by lama » 27 თებ 2006, 14:36

Druides
კაი ვარიანტია მე მომხრე ვარ კენჭი ეყაროს ამ საკითხს

"კოლეგებო გთხოვთ ყურადღებას ჩაირთო კენჭისყრის რეჟიმი"

ნ. ბურჯანაძე

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლოგო შეცვალეოო-ო

Post by kotetbeli » 28 თებ 2006, 00:31

lama
ნუ, თუ კენჭისყრის შედეგები ჩაირთო, მაშინ მე სასადილოდან ეგრევე სხდომის დარბაზში მოვრბივარ, რა თქმა უნდა, ხაჭაპურის ჭამა-ჭამით... :wink: :D :D :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Tamco
Posts: 4
Joined: 03 მარ 2006, 19:06
ლოგო შეცვალეოო-ო

Post by Tamco » 03 მარ 2006, 19:37

მომხიბლა წინადადებამ, რომ ჩემს ზურგჩანტას ატარებენ... :wink:
ოღონდ - პირობა - პირობაა... :twisted:
Image
Last edited by Tamco on 04 მარ 2006, 09:23, edited 7 times in total.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ლოგო შეცვალეოო-ო

Post by Gvalva » 03 მარ 2006, 21:40

Tamco

უკვე მადლობელი ვარ(თ). წაყვანით მიგვყავხარ! :)

ეხლა ლოგო გვანახე, შენი ზურგჩანთის ამბავი რომ გაირკვეს ;)

მითითებული მისამართი არ მუშაობს. tamuna-ს და logo-ს შორის ყველაფერი ვცადე და მაინც არაო. თუ ფაილს მართლაც ინტერვალიანი სახელი დაარქვი "tamuna logo.jpg" შეუცვალე და ისე ატვირთე თორემ არ გაიხსნება

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]