სულო და გულო, რას არ ნახავ და სად არ იმოგზაურებ...
და ამ დღეებში ვფიქრობდი ამ თემაზე...
საბოლოოდ კარავზე ჩამოყალიბდა რამდენიმე ტიპის გასვლა ...
ჰოდა გადავწყვიტე კლასიფიკაცია მომეხდინა...
(მიყვარს კლასიფიკაციები, კოლექციონერობა და ყველაფრის თემატიკით დალაგება -

ჰოდა გთავაზობთ კარავის გასვლების "კლასიფიკაციას":
1. გასვლა ღამისთევით (კარვებით, ძირითადად ფეხით სასიარულო და ა.შ.)
2. გასვლა ექსტრიმით (რთულ და სახიფათო მარშრუტებზე - იცი რომ საშიშია და მაინც მიდიხარ)
3. ალპინისტური გასვლა (ცოცვა, ბობღვა კლდეებზე)
4. ველოებით გასვლა (ალექსა ამის მეფედ ვაკურთხოდ)
5. გასვლა ჯიპებით - ჯიპტური დიდ მანძილებზე
6. გასვლა ძეგლების სანახავად, ლაპიდარული წარწერების, ისტორიული ძეგლების და ა.შ. (ჩემი სტიქია!)
7. გასვლა საჭყუმპალაოდ და საქეიფოდ - მწვადები, ლუდი, ღვინო, დუდუკი და სხვა...
8. გასვლა სათევზაოდ... (ტბებთან)
9. უბრალოდ სასეირნოდ ახლო მახლო - (მაგ ბულბულები ჭალაში, საღამოს მთაწმინდაზე)
10. კულტურული დასვენება (მაგ გამოფენა სიღნაღში, არტ გენი და სხვ...
11. უცხოეთში მოგზაურობა
12. სათავგადასავლო გასვლა ალალ-ბედზე
13. საქორწილო!

14. ჯომარდობა, პარაპლანი და კიდევ სხვა გიჟობები...
15.....?
აბა რა გამომრჩა კიდევ?
ვის რომელი უფრო მოგწონთ??
ჰოდა მაინტერესებს კიდევ როგორ უნდა გაკეთდეს გამოკითხვა ამ თემაზე?
ვის რომელი მოსწონს უფრო? - კარავზე ეს გამოკითვა როგორ გავაკეთო?
მე რა თქმა უნდა მიყვარს ეს - 6) !!!!