
პირველ პოსტშიც ჩავამატე ეს საინფორმაციო მასალა
www.karavi.ge გამოსაცემად ამზადებს 2010 წლის კალენდარს „საქართველოს ციხესიმაგრეები“
კალენდრის იდეა ასეთია: მრავალმა ადამიანმა იმოგზაურა, სხვადასხვა რამ ნახა, კარავმა გამოსცა კრებული „გაიცანი საქართველო“.
კალენდრის თითოეულ გვერდზე განთავსდება ციხესიმაგრის 1 დიდი და 4 პატარა ფოტო. ფოტოები სასურველია იყოს როგორც ინფორმაციული, ასევე მხატვრულად და ტექნიკურად მაღალ დონეზე შესრულებული.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა ფოტოები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე karavi.castles@gmail.com
ფაილის სახელი უნდა შეიცავდეს ციხესიმაგრის დასახელებას და ავტორის გვარს და სახელს. მაგ. qajeTis_cixe_Makvala_Abashidze.jpg,
ზომა: არანაკლებ 3000pix
ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
გასულ წელს გამოცემული კალენდრის „საქართველოს ტბების“ შემდეგ ეს უკვე მეორე კალენდარია სერიიდან „გაიცანი საქართველო“.
მომავალ წელს იგეგმება გამოიცეს კალენდარი 2011 – „საქართველოს ჩანჩქერები“
ანახე ყველას შენი გადაღებული ფოტოთი რამაც გაგაოცა საქართველოში
ავტორთან შეთანხმების გარეშე ფოტოები სხვა პროექტებში გამოყენებული არ იქნება.