საქართველოს კანონი ტურიზმისა და

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
საქართველოს კანონი ტურიზმისა და

Post by Druides » 02 ნოე 2005, 13:09

საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონმდებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ
1. საქართველოს კანონმდებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ არეგულირებს ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის სფეროში არსებულ ურთიერთობებს.
2. საქართველოს კანონმდებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის და მათ შესაბამისად მიღებული სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი

1. ტურიზმი _ ადამიანის თავისუფალი, ნებაყოფლობითი, დროებითი გადაადგილება თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღების, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დათვალიერების და ან სხვა მიზნით.
2. ტურისტი _ პირი, რომელიც იმყოფება მუდმივი საცხოვრებელი გარემოს ფარგლებს გარეთ დასვენების, გაჯანსაღების, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დათვალიერებისა და / ან სხვა მიზნით ერთი დღე-ღამით მაინც.
3. სამკურნალო ტურიზმი _ კურორტების გამოყენება. მკურნალობის, სამედიცინო გამოკვლევისა და სხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
4. ტურისტული რესურსები _ ბუნებრივი, ისტორიულ-კულტურლი, შემეცნებითი და სოციალური საყოფაცხოვრებო რესურსებისა და საქართველოს ტეროიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს ტურისტის მოთხოვნილებებს.
5. ბუნებრივი სამკურნალო (საკურორტო) რესურსები _ მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახები, სამკურნალოდ ვარგისი კარსტული მღვიმეები, ზღვა, ტყე, სამკურნალო კლიმატი და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც გამოიყენება მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით.
6. საკურორტო ადგილი _ ტერიტორია, რომელიც შეიცავს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს, ვარგისია მიზმობრივი ეხსპლუატაციისათვის და არ აქვს შესაბამისი შენობა-ნაგებობა.
7. კურორტი _ საკურორტო ადგილი, რომელზეც განლაგებულია სამკურნალო და გამაჯანსაღებელი დაწესებულება, ნაგებობა და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტი.
8. სანიტარული დაცვის ზონა _ საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით დაცული ტერიტორია, რომელიც საჭიროებს დაცვას ბუნებრივი სამკურნალო რესურსების ნაადრევი გამოლევის, გაფუჭების და დაბინძურებისაგან.
9. ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტი (დარგის სუბიექტი) _ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ეწევა ტურისტულ და საკურორტო საქმიანობას.
10. ტურისტული საქმიანობა _ ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ ტურისტთა განთავსების, კვების, ტურ-ოპერატორული, ტრანსპორტირების, საექსკურსიო, გასაჯანსაღებელი, რეაბილიტაციის, სარეკლამო-საინფორმაციო, კულტურული, სპორტული, საყოფაცხოვრებო, გასართობი და ა.შ. მიზნით გაწეული მომსახურება, რომელიც მიმართულია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.
11. საკურორტო საქმიანობა _ ბუნებრივი სამკურნალო რესურსების, მათით სარგებლიანობისათვის აუცილებელი ნაგებობებისა და მოწყობილობების (ჭაბურღილი, ბიუვეტი, გალერეა, სააბაზანო, ტალახით სამკურნალო, პლაჟები, კლიმატური პავილიონი, აეროსოლარიუმი და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (სანატორიუმი, სასტუმრო, დასასვენებელი სახლი, პანსიონატი, სპორტული და კულტურის ობიექტები და სხვა) გამოყენების ორგანიზება პროფილაქტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების მიზნით.
12. ტურისტული და საკურორტო ინდუსტრია _ ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტებისა და ობიექტების ერთობლიობა.
13. ტურისტული პროდუქტი _ ტურისტული მომსახურების კომპლექსი, რომელიც აუცილებელია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად მისი მოგზაურობისა და დასვენების დროს.
14. ტურისტული საგზური (ვაუჩერი) _ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ტურისტის სტატუსს, მისთვის გასაწევი მომსახურების კატეგორიას და ამ კატეგორიით მომსახურების გარანტიას.
15. ტური _ კონკრეტული ვადით, განსაზღრული მიზნითა და მარშუტით მოგზაურობა, რომელიც უზრუნველყოფილია ტურისტული პროდუქტით.
16. არაორგანიზებული ტურისტი _ ტურისტი, რომელიც მოგზაურობს ინდივიდუალურად ხელშეკრულების, საგზურის, სამარშუტო წიგნაკის გარეშე.
17. ტურისტული და საკურორტო საქმიანობის ლიცენზია _ სპეციალური ნებართვა, რომელიც ასაბუთებს მისი მფლობელის უფლებას ეწეოდეს აღნიშნულ საქმიანობას.
18. შესაბამისობის სერთიფიკატი _ დოკუმენტი, რომელიც ასაბუთებს ტურისტული და საკურორტო მომსახურების ხარისხს და მის შესაბამისობას კონკრეტულ სტანდარტთან ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტთან.

მუხლი 3. საქართველოს საკურორტო რესურსები

1. კურორტების დაყოფას საკურორტო რესურსების ხასიათის მიხედვით და საკურორტო დაწესებულებების სპეციალიზაციას განსაზღვრავს ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო (შემდგომ დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანო) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. კურორტებზე მკურნალობის მეთოდიკას ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.
3. საქართველოს საკურორტო ადგილებისა და საკურორტო ობიექტების გასხვისება შეიძლება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც კურორტზე გაშენებული აქვს ტურისტული, სამკურნალო-პროფილაქტიკური და სხვაგვარი დაწესებულება, ან ეწევა მის ექსპლუატაციას, არის საკურორტო ადგილით მოსარგებლე და იხდის კანონმდებლობით დაწესებულ გადასახადს.
5. ბუნებრივი სამკურნალო რესურსებით მოსარგებლე შეიძლება იყოსფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაამუშავებს და გამოიყენებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტის შექმნა შეიძლება მხოლოდ დარგის მართვის უფლებამოსილ ორგანოსთან და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით.
7. საქართველოს საკურორტო რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით თითოეული კურორტისა და საკურორტო ადგილისათვის იქმნება სანიტარიული დაცვის ზონები.
8. დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული და საკურორტო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



თავი II
სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფო რეგულირება ტურიზმისა და კურორტების დარგში
მუხლი 4. ტურიზმისა და კურორტების დარგის სახელმწიფო რეგულირების პრინციპი


1. საქართველოს ტურისტული და საკურორტო რესურსები ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.
2. სახელმწიფო აღიარებს ტურიზმისა და კურორტების დარგს ეროვნული კულტურისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ და ქმნის ტურისტული და საკურორტო საქმიანობისათვის ხელსაყრელ პირობებს.
3. საქართველოს პარლამენტი:
ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის ძურითად მიმართულებებს ტურიზმისა და კურორტების დარგში და ახორციელებს მის საკანონმდებლო რეგულირებას;
ბ) ამყარებს საპარლამენტაშორისო ურთიერთობას სხვა სახელმწიფოებთან ტურიზმისა და კურორტების დარგში.
4. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) უზრუნველყოფს ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას ტურიზმისა და კურორტების დარგში;
ბ) დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოსა და შესაბამისი სამსახურების წარდგინებით ამტკიცებს სანიტარული დაცვის ზონებს;
გ) ითვალისწინებს ტურიზმისა და კურორტების განვითარების ინტერესებს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებისას, აგრეთვე სახელმწიფოთაშორისი და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
დ) დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს კურორტების ნუსხას და სტატუსს.

მუხლი 5. ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი

1.საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დარგში მმართველობით ფუნქციას ასრულებს ტურიზმისა და კურორტების დარგის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს დარგში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას, თავისი კომპეტენციის ფარგლებშიგამოსცემს შესაბამის ნორმატიულ აქტებსდა კონტროლს უწევს კანონის შესრულებას.
2. დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტები სავალდებულოა ტურისტულ და საკურორტო საქმიანობასთან დაკაშირებული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.
3. დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანო:
ა) შეიმუშავებს და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში წარადგენს ტურიზმისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის ძირითად მიმართულებებს, მისი განხორციელების პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ბ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან და დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით ამტკიცებს თითოეული კურორტის დებულებას;
გ) საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მიზნით შეიმუშავებსწინადადებებს საპასპორტო და სავიზო მომსახურების გასამარტივებლად;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს ურთიერთობას საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან; საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად ხსნის წარმომადგენლობებს უცხოეთში;
ე) ხელს უწყოფს ინვესტიციების მოზიდვას ტურიზმისა და კურორტების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნით;
ვ) შეიმუშავებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების გამოყენების პროგრამებს;
ზ) მონაწილეობს ტურისტული რესურსების მქონე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და არქიტექტურული დაგეგმარების პროექტის დამტკიცებაში;
თ) ხელს უწყობს სანიტარული დაცვი ზონების დებულებით დადგენილი ზონების რეჟიმის დაცვას;
ი) ქვეყნის ისტორიულ-კულტურული, ბუნების ძეგლებისა და საკურორტო ტერიტორიების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შეიმუშავებს ტურისტებით დატვირთვის რეჟიმს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწესებს ამ რეჟიმის დაცვის კონტროლს;
კ) ხელს უწყობს არსებული სამეცნიერო-პრაქტიკული პოტენციალის გამოყენებასა და განვითარებას;
ლ) უზრუნველყოფს ტურიზმისა და კურორტების დარგში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებას, თავისი სპეციალისტების პროფესიულ ზრდასა და სრულყოფას;
მ) ხელს უწყოფს დარგში მომუშავე პირების სოციალურ დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

მუხლი 6. ტურისტული და საკურორტო საწარმო

ტურისტული და საკურორტო საწარმო შეიძლება შეიქმნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

მუხლი 7. დარგში მომსახურე სტანდარტიზაცია, სერთიფიკაცია და ლიცენზირება

ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სტანდარტიზაცია, სერტიფიკაცია და ლიცენზირება რეგულირდება საქართველოს

მუხლი 8. ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტების სახელმწიფო რეესტრი

1. ტურისტული და საკურორტო საქმიანობის ლიცენზირებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით იქმნება სახელმწიფო რეესტრი.
2. სახელმშიფო რეესტრს აწარმოებს დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანო.
3. მმართველობის ადგილობრივი ორგანოები დაინტერესებულ უწყებებთან ერთად დარგის მართვის უფლებამოსილ ორგანოში წარმოადგენენ აუცილებელ მონაცემებს სუბიექტის სახელმწიფო რეესტრში შესატანად.

თავი III

დარგის ეკონომიკური საქმიანობა და დაფინანსება
მუხლი 9. ეკონომიკური საქმიანობა

1. დარგის ეკონომიკური საქმიანობა წარიმართება ტურისტული და საკურორტო ინდუსტრიის გამოყენების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის ზრდის, ტურისტული საქმიანობის სუბიექტთა სახსრების ნებაყოფლობითი მოზიდვის, მოსახლეობის დასაქმების, ტურისტების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
2. უცხოელი ტურისტების მიღება-მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.
3. დარგის საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შესული შემოსავლის საერთო მოცულობის გარკვეული ნაწილი მიზნობრივად ხმარდება ტურისტული და საკურორტო რესურსების, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, დარგის განვითარების მეცნიერულ უზრუნველყოფას.
4. ტურისტული და საკურორტო მომსახურება იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10. დარგის დაფინანსების წყაროები

1. &
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
საქართველოს კანონი ტურიზმისა და

Post by lama » 02 ნოე 2005, 13:59

Druides
დიიიიიიიიდიიიიიიი მადლოოოოოობაააააა სხვა არაფერი მეთქმის ამ მონდომებისთვის
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
საქართველოს კანონი ტურიზმისა და

Post by Nika » 02 ნოე 2005, 17:45

Druides
ეგ კანონის პირველადი სახეა როგორც ვატყობ. აგერ ცვლილებებიანი:

(გამოქვეყნებულია
საქართველოს პარლამენტის უწყებანი
1997 წელი –N 13-14)


საქართველოს კანონი

ტურიზმისა და კურორტის შესახებ

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონმდებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ
1. საქართველოს კანონმდებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ არეგულირებს ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის სფეროში არსებულ ურთიერთობებს.
2. საქართველო კანონმდებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის და მათ შესაბამისად მიღებული სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი
1. ტურიზმი - ადამიანის თავისუფალი, ნებაყოფლობითი, დროებითი გადაადგილება თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღების, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დათვალიერების და/ან სხვა მიზნით.
2. ტურისტი - ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით მოგზაურობს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი ან სხვა მიზნით, არანაკლებ 24 საათის და არა უმეტეს ერთი წლის ვადით, და რომლის მოგზაურობაც არ ანაზღაურდება დროებითი ყოფნის ადგილის საფინანსო წყაროებიდან. (09.09.99 N2390 საკანონმდებლო მაცნე N 43(50))
3. სამკურნალო ტურიზმი - კურორტების გამოყენება მკურნალობის,სამედიცინო გამოკვლევისა და სხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
4. ტურისტული რესურსები - ბუნებრივი, ისტორიულ-კულტურული, შემეცნებითი და სოციალურ-საყოფაცხოვრებო რესურსების და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს ტურისტის მოთხოვნილებებს.
5. ბუნებრივი სამკურნალო (საკურორტო) რესურსები - მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახები, სამკურნალოდ ვარგისი კარსტული მღვიმეები. ზღვა, ტყე, სამკურნალო კლიმატი და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც გამოიყენება მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით.
6. საკურორტო ადგილი - ტერიტორია, რომელიც შეიცავს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს, ვარგისია მიზნობრივი ექსპლუატაციისათვის და არ აქვს შესაბამისი შენობა-ნაგებობანი.
7. კურორტი - საკურორტო ადგილი, რომელზეც განლაგებულია სამკურნალო და გამაჯანსაღებელი დაწესებულება, ნაგებობა და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.
8. კურორტზე არსებული სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ობიექტი - ობიექტი, სადაც დამსვენებელთა სამედიცინო მომსახურება, მკურნალობა და რეაბილიტაცია ხორციელდება უპირატესად ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების (კლიმატი, მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახი და სხვა) საშუალებით; (08.11.2000 N583)
9. სანიტარიული დაცვის ზონა -საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით დაცული ტერიტორია, რომელიც საჭიროებს დაცვას ბუნებრივი სამკურნალო რესურსების ნაადრევი გამოლევის, გაფუჭებისა და დაბინძურებისაგან.
10. ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტი (დარგის სუბიექტი) -ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ეწევა ტურისტულ და საკურორტო საქმიანობას.
11. ტურისტული საქმიანობა - ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ ტურისტთა განთავსების, კვების, ტურ-ოპერატორული.ტრანსპორტირების, საექსკურსიო, გასაჯანსაღებელი, რეაბილიტაციის, სარეკლამო-საინფორმაციო, კულტურული, სპორტული, საყოფაცხოვრებო, გასართობი და ა.შ. მიზნით გაწეული მომსახურება, რომელიც მიმართულია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.
12. საკურორტო საქმიანობა- ბუნებრივი სამკურნალო რესურსების, მათით სარგებლობისათვის აუცილებელი ნაგებობებისა და მოწყობილობების (ჭაბურღილი, ბიუვეტი, გალერეა, სააბაზანო, ტალახით სამკურნალო, პლაჟები, კლიმატური პავილიონი, აეროსოლარიუმი და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (სანატორიუმი, სასტუმრო, დასასვენებელი სახლი, პანსიონატი, სპორტული და კულტურის ობიექტები და სხვა) გამოყენების ორგანიზება პროფილაქტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების მიზნით.
13. ტურისტული და საკურორტო ინდუსტრია - ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტებისა და ობიექტების ერთობლიობა.
14. ტურისტული პროდუქტი, ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი) - ტურისტული მომსახურების ძირითად ფორმათა (კვება, ღამის თევა განთავსების სხვადასხვა საშუალებებში, სატრანსპორტო მომსახურება, ექსკურსიები, ტურისტული ლაშქრობები და ა.შ.) არანაკლებ ორი კომპონენტისაგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც აუცილებელია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და რომლის ღირებულება შედის ტურისტული საგზურის ფასში; (08.11.2000 N 583)
15. ტურისტული საგზური (ვაუჩერი) - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ტურისტის სტატუსს, მისთვის გასაწევი მომსახურების კატეგორიას და ამ კატეგორიით მომსახურების გარანტიას.
16. ტური - კონკრეტული ვადით, განსაზღვრული მიზნითა და მარშრუტით მოგზაურობა, რომელიც უზრუნველყოფილია ტურისტული პროდუქტით.
17. არაორგანიზებული ტურისტი - ტურისტი, რომელიც მოგზაურობს ინდივიდუალურად ხელშეკრულების, საგზურის, სამარშრუტო წიგნაკის გარეშე.
17.
18. შესაბამისობის სერტიფიკატი - დოკუმენტი, რომელიც ასაბუთებს ტურისტული და საკურორტო მომსახურების ხარისხს და მის შესაბამისობას კონკრეტულ სტანდარტთან ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტთან.
19. შიდა ტურიზმი - საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირები-სათვის გაწეული ტურისტული მომსახურება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის საზღვრებში.
20. ტუროპერატორი - იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებასა და რეალიზაციას.
21. ტურაგენტი - იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის რეალიზაციას. (09.09.99 N2390 საკანონმდებლო მაცნე N 43(50))
22. ექსკურსია - ღირსშესანიშნავი ადგილის დათვალიერება, გასეირნება ან გამგზავრება შემეცნებითი, სპორტული ან დასვენების მიზნით.
23. ექსკურსანტი - ექსკურსიაში მონაწილე ფიზიკური პირი.
24. ექსკურსიამძღოლი - ექსკურსიის ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს ექსკურსანტებისათვის განსაზღვრულ მარშრუტზე არსებული ღირსშესანიშნავი ობიექტების ჩვენებას და მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი ტურისტული სუბიექტის მიერ დამტკიცებული მეთოდური დოკუმენტაციის მიხედვით.
25. ტურისტული ლაშქრობა - დასვენების, მოგზაურობისა და გაჯანსაღების პროცესი, რომლის აუცილებელი კომპონენტებია კვება, ღამის თევა, ექსკურსია და აქტიური საშუალებებით (ფეხით, ცხენით, ველოსიპედით, თხილამურებით და ა.შ.) გადაადგილება.
26. ტურისტული მოგზაურობა - ტურიზმის ფორმა, რომლის აუცილებელი კომპონენტებია კვება, ღამის თევა და ექსკურსია. (08.11.2000 N583 საკანონმდებლო მაცნე N)

მუხლი 3. საქართველოს საკურორტო რესურსები
1. კურორტების დაყოფას საკურორტო რესურსების ხასიათის მიხედვით და საკურორტო დაწესებულებების სპეციალიზაციას განსაზღვრავს ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო (შემდგომ დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანო) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. კურორტებზე მკურნალობის მეთოდიკას ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.
3. საქართველოს საკურორტო ადგილებისა და საკურორტო ობიექტების გასხვისება შეიძლება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც კურორტზე გაშენებული აქვს ტურისტული, სამკურნალო-პროფილაქტიკური და სხვაგვარი დაწესებულება, ან ეწევა მის ექსპლუატაციას, არის საკურორტო ადგილით მოსარგებლე და იხდის კანონმდებლობით დაწესებულ გადასახადს.
5. ბუნებრივი სამკურნალო რესურსებით მოსარგებლე შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაამუშავებს და გამოიყენებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტის შექმნა შეიძლება მხოლოდ დარგის მართვის უფლებამოსილ ორგანოსთან და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით.
7. საქართველოს საკურორტო რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით თითოეული კურორტისა და საკურორტო ადგილისათვის იქმნება სანიტარიული დაცვის ზონები. რომელთა პროექტს ადგენს დარგის მართვის სახელმწიფო ორგანო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“;
8. კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების ფარგლებში ბუნებრივი სამკურნალო რესურსებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს დარგის მართვის სახელმწიფო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ სანიტარიული დაცვის ზონებში ჩასატარებელი სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი, განახლებითი, აღდგენითი და სხვა ღონისძიებების შემუშავებას და კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას.
9. საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის აუქციონის ან კონკურსის წესით სარგებლობაში გადაცემისას სავალდებულოა ტურიზმისა და კურორტების მართვის სახელმწიფო ორგანოს თანხმობა. (09.09.99 N2390 საკანონმდებლო მაცნე N 43(50))
10. დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული და საკურორტო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II
სახელმწიფო პოლიტიკისა და სახელმწიფო რეგულირება
ტურიზმისა და კურორტების დარგში

მუხლი 4. ტურიზმისა და კურორტების დარგის
სახელმწიფო რეგულირების პრინციპები
1. საქართველოს ტურისტული და საკურორტო რესურსები ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.
2. სახელმწიფო აღიარებს ტურიზმისა და კურორტების დარგს ეროვნული კულტურისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად და ქმნის ტურისტული და საკურორტო საქმიანობისათვის ხელსაყრელ პირობებს.
3. საქართველოს პარლამენტი:
ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ტურიზმისა და კურორტების დარგში და ახორციელებს მის საკანონმდებლო რეგულირებას;
ბ) ამყარებს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას სხვა სახელმწიფოებთან ტურიზმისა და კურორტების დარგში.
4. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) უზრუნველყოფს ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას ტურიზმისა და კურორტების დარგში;
ბ) დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოსა და შესაბამისი სამსახურების წარდგინებით ამტკიცებს სანიტარული დაცვის ზონებს:
გ) ითვალისწინებს ტურიზმისა და კურორტების განვითარების ინტერესებს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებისას, აგრეთვე სახელმწიფოთაშორისო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
დ) დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს კურორტების ნუსხას და სტატუსს.

მუხლი 5. ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის
აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო
1. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დარგში მმართველობით ფუნქციას ასრულებს ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს დარგში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ნორმატიულ აქტებს და კონტროლს უწევს ამ კანონის შესრულებას.
2. დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტები სავალდებულოა ტურისტულ და საკურორტო საქმიანობასთან დაკავშირებული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.

3. დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანო:
ა) შეიმუშავებს და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში წარადგენს ტურიზმისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო კონფერენციის ძირითად მიმართულებებს, მისი განხორციელების პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან და დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით ამტკიცებს თითოეული კურორტის დებულებას;
გ) საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს საპასპორტო და სავიზო მომსახურების გასამარტივებლად;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს ურთიერთობას საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან; საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად ხ&#43

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
საქართველოს კანონი ტურიზმისა და

Post by Kakha » 03 ნოე 2005, 11:11

თუ ვინმეს გაინტერესებთ მაქვს საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ელექტრონულად და შემიძლია გამოგიგზავნოთ. აქ გამოდებას დიდი აზრი ალბათ არ აქვს - 29 გვერდია. თანაც კოდირება შესაცვლელია, ამიტომ ვისაც აინტერესებს გამომეხმაუროს და გავუგზავნი პირად ე-მეილზე.

David
მაწანწალა
Posts: 382
Joined: 17 ივნ 2005, 19:08
Location: Tbilisi
საქართველოს კანონი ტურიზმისა და

Post by David » 03 ნოე 2005, 12:38

Kakha wrote:თუ ვინმეს გაინტერესებთ მაქვს საქართველოს კანანი კულტურული მემკვიდრეაბის დაცვის შესახებ ელექტრანულად და შემიძლია გამაგიგზავნათ. აქ გამოდებას დიდი აზრი ალბათ არ აქვს - 29 გვერდია. თანაც კოდირება შესაცვლელია, ამიტამ ვისაც აინტერესებს გამამეხმაურას და გავუგზავნი პირად ე-მეილზე.
მე მინდა, გამამიგზავნე :)
"Ã￾‘Ã￾µÑ€Ã￾µÃ￾³Ã￾¸Ñ‚Ã￾µ Ã￾ŸÑ€Ã￾¸Ñ€Ã￾¾Ã￾´Ñƒ - Ã￾Å“Ã￾°Ñ‚ÑŒ Ã￾’Ã￾°ÑˆÑƒ!!!"

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
საქართველოს კანონი ტურიზმისა და

Post by Druides » 07 ნოე 2005, 14:30

Kakha
გამომიგზავნე თუ შეიძლება
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
საქართველოს კანონი ტურიზმისა და

Post by lama » 07 ნოე 2005, 14:57

Nika
შენც დიიიიიიიდი მადლობააააააა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
საქართველოს კანონი ტურიზმისა და

Post by Nika » 07 ნოე 2005, 17:15

საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ:

http://drf.org.ge/karavi/other/kult%20memk%20dacv.rtf

User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
საქართველოს კანონი ტურიზმისა და

Post by mariamooo » 12 დეკ 2011, 18:26

Kakha


კახა, უძველესი თემა კია, მაგრამ ახლაც გაქვთ ეგ კანონი?


User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
საქართველოს კანონი ტურიზმისა და

Post by mariamooo » 12 დეკ 2011, 21:00

Nika


დიდი მადლობა :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]