განყოფილებაში ლაშქრობები, იდეების კიდობანი და სამომავლო გეგმებში თემის გახსნის უფლება ჰქონდეს ყველას (კიდევ სხვა განყოფილებებშიც შეიძლება). მაგრამ ისეთ განყოფილებებში როგორიც არის ზოგადი საუბრები და Ciaaao არ უნდა ჰქონდეს არავის თემის გახსნის უფლება მოდერის და ადმინისტრატორის გარდა. როგორც ეს ხდება ბევრ სხვა ფორუმზე. თუ ვინმეს უნდა ამ განყოფილებაში გახსნას თემა, მიწეროს მოდერს და მიდერატორმა გადაწყვიტოს გახსნას თუ არა თემა. თუ ამაზე მოდერები იტყვიან სად გვცალია მაგისთვისო, მაშინ მოდერი რის მოდერია თუ თავის საქმე არ გააკეთა (მარტო მწვანე ფერი ხომ არ არის...). თუნდაც გაიხსნას თემა 1 ან 2 საათის დაგვიანებით, ამით მგონი არაფერი არ დაშავდება. მილოცვებიც, არ არის აუცილებელი 2 და ზოგჯერ სამი თემა რომ იხსნება, ჯობია მოდერმა გახსნას და მგონი ქვეყანა არ დაიქცევა თუ ზუსტად 12 საათზე არ გაიხსნება თემა.
ჩემი აზრით ეს საკმაოდ მოხერხებული იქნება და თან მერე არავის არ ექნება პრეტენზიები ჩემი თემა წაშალეს და მისი არაო... მოდერმა ან მოდერებმა გადაწყვიტონ რა თემა გახსნან და რა არა....

