როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
beguraaa
ბილიკზე მოარული
Posts: 22
Joined: 11 მაი 2007, 17:26
Location: toti
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by beguraaa » 28 მაი 2007, 22:37

მეეე...მეე საიდან ვიპოვე ეს ფორუმი? მგონი pirdapir ავკრიფე www.rkaravi.ge და აქ შემოვფრინდი...სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა :!: გაიახარეთ :!: დიდხანს ეცოცხლოს ამ ფორუმს....თქვენს შვილთაშვილებს მოევლოს აყვავებული საქართველო...:) ამის დიდი იმედი არ მაქვს ახლა,მაგრამ მომავლის იმედით იქნებ და ეშველოს ჩვენს ქვეყანას :!:

ოოოხ...ძააან პოლიტიკაში კი გადავარდიიი... :D :D :D
IQ SADAC FORMA AR ARIS,ARC IDEAA!!!

User avatar
General_master
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 18 მაი 2007, 22:28
Location: Tbilisi
Contact:
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by General_master » 28 მაი 2007, 23:28

მე, ჯერ მეგობარმა მიჩურჩულა, მერე www.musicbox.ge -ზე ერთგან ვნახე ლინკი, მერე ბანერი ნამდვილად არ მინახავს (არც განცხადება) და მერე კიდევ, ახალ საქმიანობას ვიწყებ, რომელსაც ძალიან გამოადგება აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება (ვგულისხმობ ლაშქრობებს, წოწიალს, ხეტიალს და ა.შ.) და ბოლოს კიდევ დანდალი და წანწალი ჩემი მოწოდებაა... :D :D :D :lol:
ასე რომ კარავი უკევ გავშალე.... (რაღა თქმა უნდა მოდერის თანხმობის შემდეგ)
Keep Walking!!!

MOGZAURI
ბილიკზე მოარული
Posts: 27
Joined: 11 ივნ 2007, 00:21
Location: TBILISI
Contact:
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by MOGZAURI » 12 ივნ 2007, 02:51

მოგესალმებით ყველა კარაველს!მინდა გითხრათ რომ თქვენი ფორუმი ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე თქვენს დისკუსიებში ჩავბმულიყავი..საერთო ძალიან მიყვარს მოგზაურობა და როცა შესაძლებლობა მაქვს აუცილებლად ვმოგზაურობ ხოლმე...ჯერჯერობით საქართველოს ფარგლებში..ჩემი ოცნებაა მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურო....თქვენი მარშუტებიც ძალიან მომეწონა....საინტერესო იდეები გაქვთ და განხორციელებასაც მეტნაკლებად ალბათ ახერხებთ....ამ ფორუმის შესახებ ჩემა მეგობარმა ტელეფონის საშუალებით მითხრა...მან მითხრა რომ ძალიან საინტერესო ფორუმი და ხალხი ყოფილა ამ ფორუმზე.....ამიტომაც გადავწყვიტე მენახა ეს ფორუმი....შემდეგ გადავწყვიტე მეც შემოვსულიყავი და კრაველი გავმხდარიყავი..ასეთი იყო ჩემი ისტორია ამ ფორუმთან დაკავშირებით
GVIKVARDES ERTMANETI DA VACHUQOD ERTMANETS LAMAZI SITKVEBI

User avatar
xevsuri
ბილიკზე მოარული
Posts: 21
Joined: 25 აპრ 2007, 14:06
Contact:
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by xevsuri » 04 ივლ 2007, 04:31

კავკასიკა :)
იქაც ხევსურული ლხინი გაჩაღდება
"იქაც დაირაზე დაიბუქნებს დათვი "

User avatar
bellge
მაწანწალა
Posts: 915
Joined: 12 ივნ 2007, 10:50
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by bellge » 04 ივლ 2007, 12:12

მე მართლა ყურში ჩამჩურჩულა მეგობარმა :))))))))
საქართველოს დეტალური რუქების მოძიება მინდოდა და მირჩიეს მანდ შედი მერე შენთვითონ ნახავოო.

ასეც მოხდა.

ვნახე, აღვფრთოვანდი და ჯერ ჯერობით კვლავ აქ ვარ!


Image

P.S. რუქა წიგნის ფესტივალზე შევიძინე 8)

Idadze N.
Posts: 3
Joined: 28 ივნ 2007, 18:03
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by Idadze N. » 04 ივლ 2007, 17:46

მე რუსთავი2-ზე ვნახე ახლახანს კურიერში :D მთას ეხებოდა და მეც შემოვედი.მთა ჩემი სტიქიაა,მართალია კარვით მოგზაურობა არ მხიბლავს რადგან სულ რამდენიმეჯერ ვიყავი კარვით მთაში და აკლიმატიზაციას ვერ ავცდი ვერცერთხელ,მაგრამ მთა მაინც მიყვააააააააარს,სულიერ სიმშვიდეს მხოლოდ მთაში ვპოულობ.წელსაც ვაპირებ მთაში დავისვენო.

nikoloz
ასფალტზე მოარული
Posts: 9
Joined: 27 ივნ 2007, 11:01
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by nikoloz » 11 ივლ 2007, 16:49

კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. ფორუმის არსებობა "ხევსურული საღამოდან" გავიგე. აი ის მზიურში რომ ჩატარდა.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by lama » 11 ივლ 2007, 17:18

nikoloz wrote:კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. ფორუმის არსებობა "ხევსურული საღამოდან" გავიგე. აი ის მზიურში რომ ჩატარდა.
გაიხარე !!!!!!!!!!!!!!!!!!! :lol:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by Mrs. Robinson » 15 ივლ 2007, 10:14

სამსახურში ერთ-ერთ მონიტორზე კარავი დავინახე, ცხადია ვიკითხე "კარავი" რომელმა გახსენით-მეთქი. თან აქტიური მოძრაობაა, ყველა მიდი-მოდის, ადის-ჩადის და მეც მათთან ერთად და გავკივი "კარავი რომელმა გახსენით-მეთქი", ზოგი ვერ მიხვდა რა მინდოდა, ვიღაცას ნამდვილი კარავი ეგონა... მოკლედ ასე ვიპოვე კარვის ჯერ სტუმარ-დამთვალიერებელი და... ძალიან მშობლიური იყო ეს განცდა... :oops:

ისე ეს ფორუმი ბევრჯერ ვიპოვე და საერთოდ ამასთან დაკავშირებით სულ აღმოჩენებში ვარ! :D

User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by ninia » 18 ივლ 2007, 20:38

ამ საიტის არსებობა ჩემი მეგობარი - zura n-ისგან გავიგე. ის მიყვებოდა ყველაფერს კარაველების შესახებ. ერთ დღსაც დამირეკა და მითხრა, "ხევსურული საღამო" ტარდება მზიურში და წამოდიო. თითქმის ვერ ვახერხებდი, მაგრამ ბოლო წუთებში თითქოს რაღაცამ მიკარნახა, ყველაფერს შეეშვი და წადიო. მეც წავედი. საღამოს, როდესაც ყველაფერი დასრულდა გავიფიქრე, მეც ამ დიდი ოჯახის წევრი უნდა გავხდეთქო და სურვილიც მალევე ამისრულდა.
Last edited by ninia on 19 ივლ 2007, 00:15, edited 1 time in total.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by Naia » 18 ივლ 2007, 20:47

ფორუმ.გე-ს აქტიური იუზერი ვიყავი. ერთხელ მარშრუტი დამჭირდა (აღარ მახსოვს სად მივდიოდი) და ფორუმზე ვიკითზე. იქ მირჩიეს კარავზე შემოვსულიყავი და აქ გამერკვია ლაშქრობასთან დაკავშირებული საკითხები. კარაველი მაშინვე არ გავმხდარვარ. რამდენიმე თვის წინ ჩემი ორი ახლობელი კარავს შემოუერთდა და რამდენიმე ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა. ჰოდა, სულ იმათი ბრალია აქ რომ ამოვყავი თავი :D

User avatar
teamat
ბილიკზე მოარული
Posts: 23
Joined: 20 ივნ 2007, 10:09
Location: თბილისი
Contact:
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by teamat » 02 აგვ 2007, 22:18

მე კი "კარავმა" თავად მიპოვა :D
”არა სიცოცხლე, არა სიკვდილი...”



User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
როგორ იპოვეთ ეს ფორუმი?

Post by GOGONA » 02 აგვ 2007, 23:29

xevsuri
მართლა კი არა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]