==============
ბოლო ხანს, კარავზე ხშირად ყოფილა საუბარი "რამკებზე", სტატუსებსა და ა.შ.
ამას წინ, მინდოდა დამეწყო წერა ასე: "მახსოვს, ჩემს კარვულ ბავშვობაში..." და მივხვდი, რომ ამჟამად ვეტერანად მიმაჩნდა თავი;
დავფიქრდი ისეთ ზოგადსაკა(რავ)ცობრიო თემაზე, როგორიცაა კარვული ვეტერანიზმი...
როგორც ვიცი, კარავი ამჟამინდელი სახით 2005 წლიდან მოღვაწეობს მგონი, ანუ ის 5 წლისაა... შესაბამისად, 5 წლის კარაველი უკვე ვეტერანთ ვეტერანია, და 1 წლამდე ჭიჭე-ჭიჭე დონეზე...
თუ კი ჩვენ კარვულ ვეტერანიზმს 5 ტოლ ნაწილად დავყოფთ, მაშინ:
I /V სტაჟი: "ჰაიტ, შე ბაღანავ, პოსტების რაოდენობით გინდა ვეტერანობა მოიხვეჭო?"
II/V სტაჟი: "კაი, ახლა, მთლად ნუ გათამამდები, როცა უფროსები პოსტავენ, ცოტა მორიდება იქონიე"
III/V სტაჟი: "აწი, უკვე დროა, ისწავლო, როდის და რა დაპოსტო და როდის არა... "
IV/V სტაჟი: "მადლობა, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად თუ შეგვეხმიანები, ძალიან გაგვახარებ..."
V/V სტაჟი: "კაი, ახლა, აქაოდა ვეტერანი ვარო, განა სულ აღარ უნდა გვიკადრო, შემოდი და დაპოსტე რამე, თორემ ხომ ხედავ, ახლებმა სულ აიკლეს აქაურობა..."
საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ I და II მეხუთედები კარავმხცოვანობისა განსაკუთრებით საშიშია ხოლმე (აი, თვენახევარში რომ იეტი გავხდი უწინ) ...
თუ ვეტერანობაზე წავა საუბარი, აქ უკვე ანგარიში რთულდება, მას სიარულ-ლაშქრობის კოეფიციენტი უნდა დაემატოს, ოღონდ ჯერ არ ვიცი, როგორ...









