ლელ, ჯერ მშვიდობაიანდ ად ნამდვილად ბირთვისიდან დაბრუნებას გილოცავ შენც და ყველა შენს თანამოლაშქრესაც და მერე - არაფერზეც არ ვკამათობთ არც მე და არც - mzevinari. კიდევ ერთხერლ ვამბობ - მე კარავში სულ სხვა რამ მომეწონა და სულ სხვა რაღაცისთვის ვარ აქ და არა რამკებისა და ჩარჩოებისთვის. კიდევ ერთხელ დავმარხე და დავასამარე ყველა რამკა და წოდება და კიდევ ერთხელ მზად ვარ ჩემი იეტობის გასაჩუქებლად. ისევ იმ კარავულ სულს მივესალმები, რაზეც წინა პოსტში ვლაპარაკობდი და ვისურვებდი, PM-ური გასვლების საჭიროება კარავზე არასოდეს დამდგარიყოს.ხალხო, გურულო, მზევინარ, რაზე კამათობთ??
masai11
სიმართლე გითხრა,. მხოლოდ ამ პოსტის წაკითხვა დამეზარა, რადგან მე მიანც იმ აზრზე ვარ, რომ მთავარი კარავული სულია და არა რამკა. ამიტომ, ნუ მიწყენ, მაგრამ ამის ჩაკითხვა ჩემტვის უსარგებლო საქმედ მივიჩნიე. აქა-იქ გადავკარი თვალი და რაღაც საინტერესო რამეები აღმოვაჩინე...ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ რომკებთან დაკავშირებულ ჩემს პოსტებს ან არ კითხულობენ ან ძალინ უგულისყუროდ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მესმის რატომ უნდა წარმოქმნილიყო აზრი თითქოს "რამკების" და შეფასებების სიტემა კარვულ სულს, მის ტრადიციებსა და კარავში დამკვიდრებულ გულითად ურთიერთობებს ემუქრება
შენ რომ კეთილი სურვილებით წერ მაგას, გასაგებია, მაგრამ ახლა ჩემიც იკითხე - ამასწინანდელ კამათში არც ჩემი იეტობა მომიშველებია, არც ის მითქვამს, რაკი იეტი ვარ, ე.ი. მე უნდა დამიჯეროთ-მეთქი, მარა კინაღამ ქურდობა დამაბრალეს, ჩემო ბატონო და რა ავტორიტეტობაზე მელაპარაკები, თუ ძმა ხარ. გინდა რამკა დაარქვით, გინდა - ჩარჩო და გინდაც - სალაშინი, მე ლაშქრობაშიც და რესტორანშიც იგივე დავრჩები, მაგრამ კონტრკითხვაც მებადება აქვე - ნუთუ სხვას რამკა რამეს შემატებს? როგორც მივხდი, ეს წოდებები რაღაც სათათბირო ორგანოდ მოგიაზრებია, მაგრამ ამაზე ჩემი აზრია ასეთია: საიტი სექმნა ადმინმა, მე აქ მოვედი გამზადებულზე, დღემდე გემრიელად მივირთმევ მის ნახელავს და სორი, პატენი, მარა ნამდვილად ვერ დევიწყებ ქუთეისელივით, კაი ვახშამის და კბილის ჩხირის მოთხოვნის მერე მასპინძელს იმაზე რომ ჩოუნამიოკა, ნეტე, ქალები არ იქნებაო... (ლელ, იზვინი უკბილო ხუმრობისთვის). თუ რამეა შესაცვლელი, უფროსობა თავადაც გააკეთებს, დახმარება დასჭირდება და ადმინი გვთხოვს - არც ახლა უარობს რჩევებს. მაგრამ რამკების არსი იცი, რატომ არ მესმის? ეს არ გახდეს მთავარი. მინდა, რომ აქ მთავარი ის უშუალო და გულითადი ატმოსფერო იყოს, რის გამოც აქაურობა ყველას შეგვიყვარდა. გასაგებია, რომ რამკები ამის აკრძალვას არ გულისხმობს, მაგრამ უამისოდაც ხომ შეიძლება?განა "გურულს " ან სხვა რომელიმე კარველს ხელს შეუშლის "იეტის" რამკა იმაში, რომ ისეთივე გულისხმიერი და გულითადი იყოს ლაშქრობაში? სმაგაიეროდ ახალი იუზერებისათვის იქნება გურულის "იეტობა" ავტორიტეტი და შესაბამისად ყველა ის ტრადიცია და ღირებულება რასაც "იეტი" (და ზოგადად კარვული "რამკა") ანსახიერებს. შეფასებების სისტემაში უნდა იყოს ჩადებული და ასახული კარვული სულისკვეთება ყველა კარგი კარვული ტრადიცია. მე შევეცადე, რომ ასეთი ყოფილიყო ეს სისტემა. ეხლა თქვენ - ვისშიც უფრო მეტად სუფევს ლაღი კარველის სული შეეცადეთ უფრო მეტს
ლეონტი
ჩემო ლეონტი, მგონი, შენ ლაშქრობებში პროფეწსიონალი მაშველების გაყოლის იდეას ახმოვანებ ახლა. მე იქნებ იეტი ვარ, იქნებ რამდენჯერმე მილაშქრია კიდეც, მაგრამ მაშველკი ვერაბნაირად ვერ ვიქნები, ოთხგზის იეტიც რომ ვიყო. და გაჭირვებულისთვის დახმარება ანუ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ხელში შეშველება, ხრამის პირად დაჭერა და ამგვარები ჩემი ადამინური ვალია და მაგას ისეც გავაკეთებ... მაშველობის მცირეოდენი გამოცდილება კი მაქვს - ერთხელ, ბავშვობაში, გურიაში, ჯონჯოლის კრეფისას ჩემი ძმა კლდეზე გარჩა და იმას დავეხმარე ჩამოსვლაში, მაგრამ მაშველი და ინსტრუქტორი ვერანაირად ვერ ვიქნები. აი, უბრალო მოყვარული მაწანწალას დონეზე - თქვენი ხმალი და ჩემი - კისერი.ამ თემაში სალაპარაკოც არაფერია, მაგრამ მე სერიოზულად სულ სხვა რამ მაფიქრებს.
რამკიანი კარაველები მართლა სასურველია, არა აქ წარმოსაჩენად არამედ იქ მთაში, სადაც ნებისმიერი ჩვენთაგანის სიცოცხლე ბეწვზე შეილება ეკიდოს, ნებისმიერ მომენტში.
აი იქ რამკიანობა ანუ გამოცდილობა და სერიოზული საფრთხიდან თავის დაღწევის უნარიანობა ნიშნავს გადარჩენას