kotetbeli wrote:
ნელ-ნელა გაირკვა, რომ ამ ქვეყნად უფრო ბევრი კარგი ადამიანი ყოფილა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა, ჰოდა ვისურვებდი, რომ კიდევ მეტი შემოვიდეს კარავზე და სუულ ჩვენ ვიყოთ

) ამისათვის კი საჭიროა ჩვენი "სახლი" ცოტა მივალაგოთ და გავამზადოთ კიდევ მეტი ,,ოჯახის" წევრისათვის...
აუცილებლად მიმაჩნია შემდეგი უუუმცირესი შესწორება:
თემაში "ლაშქრობები" პირველი პოსტი ყოველთვის დაეთმოს სხარტად და ლაკონურად იმ წესს, რომელიც უკვე არსებობს
http://karavi.ge/viewtopic.php?t=321&start=0 .
და რაც შეეხება ფოტოებს, ლაშქრობების თემაში იტვირთებოდეს მხოლოდ ღირსშესანიშნაობებისა და გარემოს ფოტოები(რა თქმა უნდა ჩვენიანად

))) )
შევქმნათ ჩვენი ვირტუალური სახლი ერთად და ხარისხიანად.
მომწონს შენი მიდგომა.
გემხრობი.
იმისთვის, რომ უფრო მეტი ხალხი შემოვიდეს, გადამეტებულ შეზღუდვებს, ქილიკსა და ზოგი1ის მხრიდან ძველი კარაველობის სატუსის მოშველიებას (აქაოდა, მე ვარ ძველი კარაველის პოზიციას ვგულისხმობ) არ უნდა ვიყოთ.
აქვე ვაზუსტებ, რომ ეს ჩემი მხრიდან შენ არ გეკუთვნის.
დალაგება-მოწესრიგება საჭიროა, თემებს ადგილის მიჩენა სჭირდება, მაგრამ რა ვქნა, არაფრით მომწონს კატეგორიული მიდგომა, რომ მხოლოდ ლაშქრობებზე იწერებოდეს.
რას ამბობ, სიამოვნებით ვეცნობი ზოგის ჩანახატს, ლექსს, შეხედულებებს, იდეებს, მათ შორის, არასალაშქროს.
უკაცრავად ამ შედარებისთვის, მაგრამ, აბა, წარმოიდგინე ის ტელევიზორი, რომელიც მხოლოდ ერთ არხს უჩვენებს. უყურებ, უყურებ, უყურებ და გრძნობ, რომ არხი 1ნაირობის გამო იმდენად მომაბეზრებელი გახდა, რომ გადართვის დაუოკებელი სურვილი გიჩნდება.
ჰოდა, როცა სამართავს ხელში იღებ, რთავ და სხვაგან არაფერს აჩვენებს, ტელევიზორს თიშავ, თანაც, დიდი ხნით.
დღეს გვიკვირს, რატომ არის "კარავზე" ასე ცოტა აქტიური წევრი.
პასუხი მარტივია: - ზედმეტი შეზღუდვები და ნამეტანი დიდაქტიკური ტონი ზოგი1ის მხრიდან. იმ ზოგი1თში კი ადრე დარეგისტრირებულ კარაველს ვგულისხმობ, თორემ, დარწმუნებული ვარ, თავის ცხოვრების წესით, ახლად დარეგისტრირებულთა უმეტესობა ნამდვილად რომ ძველი კარაველია.
მკდ, ფორუმის მოწესრიგებას შენნაირი მიდგომა უნდა და არა თითის ქნევა ან ერთ დღეს ერთის თქმა დე მე2 დღეს მე2ის გაკეთება