კარავ-თქმები (სახალისო თემა)

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავ-თქმები (სახალისო თემა)

Post by kotetbeli » 15 ივნ 2007, 01:16

ეს დიალოგი დღეს გაიმართა :wink:

ბექა ფიცხელაური:
-ხევსურები, მე ვისაც ვიცნობ, ისინი თავიანთი ფორმებით არ ჩამოვლენ.

I კარველი:
-რატო, რა მოხდა მერე, რა არის ამაში ცუდი?..

ბექა ფიცხელაური:
-არ ჩამოვლენ.

II კარველი:
-ვაჰ, საინტერესოა... მაინც რატო?..

ბექა ფიცხელაური:
-არა აქვთ.

:D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
კარავ-თქმები (სახალისო თემა)

Post by zura N. » 15 ივნ 2007, 01:32

kotetbeli wrote:ეს დიალოგი დღეს გაიმართა :wink:

ბექა ფიცხელაური:
-ხევსურები, მე ვისაც ვიცნობ, ისინი თავიანთი ფორმებით არ ჩამოვლენ.

I კარველი:
-რატო, რა მოხდა მერე, რა არის ამაში ცუდი?..

ბექა ფიცხელაური:
-არ ჩამოვლენ.

II კარველი:
-ვაჰ, საინტერესოა... მაინც რატო?..

ბექა ფიცხელაური:
-არა აქვთ.

:D
ეჰ არც მე მაქ ნასოსი, მარა სვანეთში თუ წავალ აუცილებლად წავიღებ :lol: :lol: :lol:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
კარავ-თქმები (სახალისო თემა)

Post by chuna » 18 ივნ 2007, 19:09

kotetbeli!

ყოჩაღ კოტიკო! ცოცხალი ანეგდოტია! მეც იქ ვიყავი და მაგრად ვიცინე ამ ფრაზაზე!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავ-თქმები (სახალისო თემა)

Post by ARCHILI » 19 ივნ 2007, 18:07

ნასოსი თბილისშიც არ არის ურიგო...

რა იცი, ვინ სად მოგიკითხავს?..
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კარავ-თქმები (სახალისო თემა)

Post by lama » 19 ივნ 2007, 19:54

მაგარი იყო მახსოვს ეს დიალოგი :D:D:DD
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კარავ-თქმები (სახალისო თემა)

Post by guruli » 21 ივნ 2007, 14:22

არ ვიცი, სახალისო კარავ-თქმებში რამდენად გადის, მაგრამ კარავ-კურიოზი კია და აქ ვწერ... თუმცა, ეს ახლაა კურიოზი, როცა ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, თორემ ამ დილით კინაღამ შევიწირე... ადმინი!!! :roll: :roll: :roll:
ჩვენს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
- ლელა, გამარჯობა.
- გაგიმარჯოს, ირაკლი. როგორ ხარ?
- კარგად, მაგრამ ცუდადაა საქმე...
- რა მოხდა? - ადმინს აშკარად დაეძაბა ხმა.
- დღეს სტამბაში ვიყავი და ვერ ესწრება წიგნის გამოცემა.
- რატომ? - ადმინის ხმაში უკვე სასოწარკვეთილება გაისმა.
- რა ვიცი, ვერ ასწრებენ... ხომ არ გადავდოთ? - ვეკითხები და ძლივს ვიკავებ სიცილს. ნერვების დაძაბვის ფასად როგორღაც ვახერხებ, ხმაში მოწოლილი ირონია დავმალო. სამაგიეროდ, კარგად ვგრძნობ, როგორ იზაბება ადმინი ტელეფონის მეორე მხარეს.
- რა გადავდოთ? - უკვე აშკარად განწირული ხმით იყვირა ადმინმა. ლამის შეჰკივლა.
- საღამო! - ნირწამხდარი ვპასუხობ და ვაგრძელებ - ერთი კვირით, ან - ერთი თვით...
ტელეფონის მეორე მხარეს დუმილი ჩამოწვა. არანაირი ხმა, არანაირი ნიშან-წყალი სიცოცხლისა... ჩქამიც კი არ ისმის. თავიდან არაფერი - ველოდები ადმინის ხმას, მაგრამ დუმილი გრძელდება... ერთი, ორი, სამი წამი - ისევ არაფერი. ცოტა ხანი კიდევ ველოდები ჩქამს მეორე მხრიდან, მაგრამ დუმილი უკვე შემაშფოთებლად და იმდენად უსასრულოდ გრძელდება, სიცილის სურვილს ნერვიულობა ცვლის - ვაითუ რამე?.. ვაითუ ჩვენი ძვირფასი დედა-ადმინი, მსოფლიოში საუკეთესო ადმინი... არა, არა ჯვარი ეწეროს!!! :twisted: ერთადერთი ის მამშვიდებს, რომ იატაკზე დავარდნის, ბრახვან-ბრაგუნისა და რამე იმგვარი ხმები არ შემომსმენია, რაც გულწასული ადამიანის დავარდნას ახლავს ხოლმე, მაგრამ თავს მაინც ვიზღვევ და მთელი ხმით ვყვირი, თან, ვხარხარებ:
- არა, არა, ადმინ, ნუ გეშინია - ყველაფერი კარგადაა, ორშაბათს წამოვიღებთ წიგნებს... :lol: :lol:
ვფიქრობ, დანარჩენი თქვენთვის იმდენად საინტერესო არაა, მაგრამ ჩემთვის ნაღდად საინტერესოა ადმინის მუქარა:
- დამაცადე, გადაგიხდი სამაგიეროს!
P.S. ადმინ, ოღონდ ბოროტად გადახდებს არა ვართ! :lol: :lol:

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
კარავ-თქმები (სახალისო თემა)

Post by paata_ » 21 ივნ 2007, 14:25

guruli

:lol: :lol: :lol: :lol: :lol:

პრინციპში ეს შენგან იყო გადახდილი სამაგიერო :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავ-თქმები (სახალისო თემა)

Post by ARCHILI » 21 ივნ 2007, 14:29

ინოგდა პტიჩკუ ნე ჟალკო


ნო პრიატნო...


:wink:


საინტერესო იყო.. თუმცა..

ადმინების განრისხების გეშინოდეთ ადამიანებო!!!!!!!!!!!

:!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!:

აბალდუი
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კარავ-თქმები (სახალისო თემა)

Post by guruli » 21 ივნ 2007, 15:08

abaldui
ადმინების განრისხების გეშინოდეთ ადამიანებო!!!!!!!!!!!
სულაც არ განრისხებულა. ნათქვამია, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდებაო და ისიც გულიანად იცინოდა ჩემთან ერთად...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავ-თქმები (სახალისო თემა)

Post by ARCHILI » 21 ივნ 2007, 15:14

ჰოდა მეც მაგას გეუბნებოდი....


გაფრთხილება ზოგადი იკო... სამომავლოდ და საყოველთაოდ...

:wink:

აბალდუი
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კარავ-თქმები (სახალისო თემა)

Post by kotetbeli » 21 ივნ 2007, 17:00

guruli
მაგარი იყო! :lol:

p.s. სანამ ადმინი ჩუმად იყო (ყოველ შემთხვევაში შენ ასე გეგონა), მგონი, კომპტან იჯდა და შენ პროფილებს ათვალიერებდა... :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
კარავ-თქმები (სახალისო თემა)

Post by gobe » 21 ივნ 2007, 17:29

paata_ wrote:guruli

:lol: :lol: :lol: :lol: :lol:

პრინციპში ეს შენგან იყო გადახდილი სამაგიერო :)

paata_,

:lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კარავ-თქმები (სახალისო თემა)

Post by guruli » 21 ივნ 2007, 19:09

kotetbeli
სანამ ადმინი ჩუმად იყო (ყოველ შემთხვევაში შენ ასე გეგონა), მგონი, კომპტან იჯდა და შენ პროფილებს ათვალიერებდა...
არა, სად ჰქონდა მაგის თავი. :lol: :lol: ეგ კი არა, გული ახლაც გაორმაგებით უფრიალებს თურმე... :lol:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კარავ-თქმები (სახალისო თემა)

Post by guruli » 21 ივნ 2007, 20:03

ამბობენ, მთელი კარავი დაირაზმაო ადმინის დასაცავად. :roll: :roll: ჰოდა, მიფრთხილდით - თქვენი სული ჯერ ისევ ჩემს ხელშია!!! :twisted: :twisted: როგორ? როგორ და თუშეთში ხომ მე მომყვებით. ჰოდა, ისე არა ქნათ, თუშეთში მთელი ფორუმი წაგიყვანოთ და უკან მარტო დავბრუნდე. :lol: :lol:
არადა, პრინციპში, ძაან გულმოწყალედ მოვექეცი ადმინს და სამტრო არაფერი გამიკეთებია. ხომ შემეძლო, უფრო დიდხანს დამემალა სიმართლე და უფრო მეტად მენერვულებინა? :roll: :roll: მაგრამ არა, როგორც სულგრძელმა ადამიანმა, დროზე გავუმხილე სიმართლე... :roll: :roll:

MOGZAURI
ბილიკზე მოარული
Posts: 27
Joined: 11 ივნ 2007, 00:21
Location: TBILISI
Contact:
კარავ-თქმები (სახალისო თემა)

Post by MOGZAURI » 28 ივნ 2007, 13:09

საკმაოდ საინტერესო შემთხვევა იყო....ისე გურული მშვენივრად გაქვს დახატული ადმინის რეაქცია და საერთოდ ყველაფერი...საინტერესოდ გადმოცემის ნიჭი გაქვს...ისე მოტხრობის სახით რომ ჩამოაყალიბო საინტერესო იქნება...ასეთი სათაურით "უმწეო ადმინი"..."მეფე მოკვდა გაუმარჯოს მეფეს" :lol: :lol: :lol: :) :( :o :D ისე მართლა გულიანად ვიცინი ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ.
GVIKVARDES ERTMANETI DA VACHUQOD ERTMANETS LAMAZI SITKVEBI

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]