1. 2008 წლის საუკეთესო კარავული გასვლა (ნებისმიერი სახის)
ხევსურეთში ლაშქრობა, დათვისჯვრიდან ძველი ხახაბოს გავლით , ანდაქში შორენას ოჯახის მონახულებით და ეგეთები... თოვლის ნაზვავების ქვეშეთის ნახვა ოკაცეს კანიონების ნახვას თუ შეედრებოდა.
2. საუკეთესო რეპორტაჟი
ტრულის, ფიტარეთის ლაშქრობის შესახებ, მეც მანდ ვიყავი, ბევრი სილამაზის აღწერა კიდევ შეეძლო, მარა რაც ქნა, ისიც სავსებით საკმარისია, რომ საუკეთესო რეპორტაჟი იყოს თავისი მანერითა და სტილით.
3. საუკეთესო იდეა და ავტორი
კარავის კალენდარი !!!
კარვული ღვინო
"მე გადავცურავ ზღვას"
4. საუკეთესო კარაველი მამაკაცი
კავკასიკა, გაიხსენეთ დედაბერაზე დაკარგულებს ვინ შველოდა. მარტო ეგეც საკმარისია. არაფერს არ ვამბობ როდესაც კავკასიკა ხევსურეთშია, მაშინ როგორია
5. საუკეთესო კარაველი ქალი
ეხლა მაგას ასე ხმამაღლა როგორ ვიტყვი
6. საუკეთესო მოლაშქრე
N67-მა გამოიჩინა წელს თავი. ლობოს კუჭნაწლავმა დაასტოპა ცოტა არ იყოს.
7. საუკეთესო 2განიზატორი (ები)
თამარიჩი, რამდენი ლაშქრობა გააკეთა, ასურელი მამების ყველა საფლავი მოგვანახულებინა, მარტო ორჯერ ვიყავით ქსნის ხეობაში, ეხლა რაღას შეხვალ მანდ. დოდოს რქაზე კლდეში ნაკვეთი, დამარხული ეკლესია აღმოვაჩინეთ... ეგაა, ჭამას არ გვაცდიდა, სულ გვარბენინებდა

მარა მისი ლაშქრობა არც ძვირი ჯდებოდა, ბევრსაც ნახულობდი, არც ფეხით სიარული გაკლდა ადამიანს და არც სასიამოვნო ადგილებისა თუ ისტორიული ადგილების მონახულება.
8. "კარავის" საუკეთესო მეგობარი
www.off-road.ge
9. "კარავის" აღმოჩენა
ის, რომ თურმე ქორწილიც კაი რამე ყოფილა
10. საუკეთესო დებიუტანტი
საქართველოს ბანკი (მისი სასტავი)
11.შემოქმედებითი კარაველი
ზვიოსული
12."კარავის" სიამაყე-2008
დიდგორზე დარგული ხეები (თუმცა ბევრი კი ვიცინე მაგაზე

)