ეხლა რა ხდება ციხეებთან დაკავშირებით
ვინც მარტო აქ დადო და ფოსტაზე არ გამოაგზავნა იმათ ფოტოებს თუ არ ჩავთვლით უკვე დაახლოებით 40 ციხეა
მაგრამ რომ გადავხედე ვიცი რომ ნანახი გვაქვს კიდევ სხვებიც და ბოლო დღის აქტიურობის პრინციპით იმედია ისინიც შემოვლენ
ვისაც დრო აქვს და თემებში ეგულება კაი-კაი ციხეები რომ შეიხედოს და ან ავტორს შეეხმიანოს ან აქ შეგვახსენოს რომ გავითვალისწინოთ კარგი იქნება.
მეგალითური ნაგებობები თუ სადმე მოგეძევებათ გამოუშვით, კარგი იქნება
შეიძლება ციხეების სიმრავლის გამო მთლიანი გვერდი რომელიმე ციხეს ვერ დავუთმოთ და შესაბამისად ისტორიული მასალაც არ გვქონდეს
ფოტოების არჩევა დიდი თავის სატკივარია და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, რაც მეტი ციხე იქნება მით უფრო გაადვილდება ეს პროცესი