ე.ი.
კურსი არის 10 დღიანი (ანუ 2 კვირა, შაბათ-კვირა დასვენება)
დილიდან 5-მდე ზოგჯერ 7-მდეც გრძელდება ტრენინგ-დღე
ფასი--160 ლარი
ვინ ატარებს:
ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის (ინფორმაციის მართვისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტი)
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრი
(ნ. კოპაძე)
(ესენი ამზადებენ სასწრაფოს ექიმებს და პატრულსაც და სხვა არასამედიცინო ხალხს)
არის თეორიული ლექციები და შემდეგ პრაქტიკული
თემები :
1. სიცოცხლის შენარჩუნების ალგორითმი (ABC )
2. გულ-ფილტვის რეანიმაცია (ანუ გასაგებ ენაზე--ხელოვნური სუნთქვა + გულის არაპირდაპირი მასაჟი)
3. ზედა სასუნთქი გზების დახშობა უცხო სხეულით (როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს, ფილმებში ხშირად გინახავთ მსგავსი სცენა--რესტორანი, სადილობენ, უცებ ერთ_ერთი კაცი იხჩობა მეორე მიდის უკნიდან დადგება ხელებს შემოაწვდენს მუცელთან და ზეწოლით ამოაგდებინებს იმ გადაცდენილ რაღაცას.(=ჰეიმლიკის მანევრი) (როგორ ხდება დიდებში როგორ პატარებში და როგორ გონზე ან უგონოდ მყოფ ადამიანთან)
4. სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფის მეთოდები (მაგ.: როცა ენა ახშობს, სულაც არაა საჭირო ენის დაჭერა ხელით ამოქაჩვა, რაღაც საშინელი მეთოდებით მიმაგრება სადმე (ქინძისთავით ტუჩზე მაგალითად

)
5. დამწვრობა
6. სისხლდენა და შეჩეერების ტექნიკა და შემდგმი
ტაქტიკა
7. ჰიპერთერმია და ჰიპოთერმია (ანუ სხეულის მაღალი და დაბალი ტემპერატურა (გადაციება-გადახურება)
8. ტრავმები
გავაგრძელო ჩამონათვალი ? საკმაოდ სპეციფიკური ტერმინებია, არ მინდა შეგაშინოთ და საკმაოდ კრიტიკული სიტუაციები
იმისთვის რომ ჯგუფში მოხვდეთ უნდა მიხვიდეთ ადგილზე და ჩაეწეროთ , როგორც კი შედგება თქვენი კატეგორიის ჯგუფი დაგირეკავენ