სალამი კარაველებს!
(პირველ რიგში, ბოდიშს ვიხდი მოდერაციასთან, თუ თემა არასწორად გავხსენი. გთხოვთ, გადაიტანოთ, სადაც საჭიროა)
ოქსფორდის ქართული საზოგადოება აწყობს ფოტო კონკურსს "მხოლოდ საქართველოში". კონკურსის მიზანია, შეაგროვოს ფოტოები, რომლებიც ასახავენ ყველაფერს, რაც გამოარჩევს საქართველოს სხვა ქვეყნებისგან. საუკეთესო სურათი გამოვლინდება 3 დეკემბერს ლონდონის და ოქსფორდის ფოტოგრაფთა საზოგადოებების მიერ და დაჯილდოვდება iPod Touch-ით. მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუკის გვერდზე.
ამ მომენტისთვის კონკურსზე სრულად არაა წარმოდგენილი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სიამაყე, საქართველოს ბუნება. შეგიძლიათ შეავსოთ ეს ხარვეზი : ) რა თქმა უნდა, მიიღება სხვა ხასიათის ფოტოებიც. მთავარია, პასუხობდეს კონკურსის შინაარსს.
გაითვალისწინეთ, რომ რადგანაც კონკურსი სტუდენტური ორგანიზაციის მიერ ტარდება, მიიღება მხოლოდ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის 18-25 წლის სტუდენტების გადაღებული სურათები.
გისურვებთ წარმატებას!
ფოტო კონკურსი "მხოლოდ საქართველოში"
Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides
ფოტო კონკურსი "მხოლოდ საქართველოში"
მარტო სტუდენტების??
კარავზე 80% ან დამთავრა ან საერთოდ არაა სტუდენტი,
ფერი კარგი ფოტო დაკარეთ
კარავზე 80% ან დამთავრა ან საერთოდ არაა სტუდენტი,
ფერი კარგი ფოტო დაკარეთ
ფოტო კონკურსი "მხოლოდ საქართველოში"
მაგარია!საუკეთესო სურათი გამოვლინდება 3 დეკემბერს ლონდონის და ოქსფორდის ფოტოგრაფთა საზოგადოებების მიერ
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com